1260-1267 წწ. - დაწერილი თამარ დედოფლისა გელათისადმი - I





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

საბუთის დედანიც და პირიც დაკარგულია

საბუთის პირი ინახებოდა გელათის მონასტრის საბუთებში N 578. გადაწერილი XVII საუკუნის ხელით ნუსხა-ხუცურად.

გვაქვს - პირზე დამყარებული თ. ჟორდანიასეული გამოცემა

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 27


დაწერილი ესე დავსდევ დიდსა და წმიდასა მონასტერსა, დიდისა დავითის აღშენებულსა, ღმრთივგვირგვინოსანთა მეფეთ-მეფეთა სამკვიდრებელსა გელათს, წმიდა ღმრთისმშობელსა ხახულისსა წინაშე. მას ჟამსა, ოდეს ინება ღმერთმან და ღირს მყო ძლიერისა და უძლეველისა მეფეთ-მეფისა, რუსუდანისა ძემან დავით მეფეთ-მეფემან ემენელასძისა ასული თამარ მათსა სახლსა შიგან მათად ცოლად და დედოფლად მომიყუანეს, და ვითა სახორციელოდ მათ წინაშე ყოფამან სახელოვან-მყო, ეგრეთვე მათსა მონასტერსა შიგან საუკუნო სულისა ჩემისა სახსენებელი და სამწირველოსა გაჩენა გულსვიდგინე.

კითხვითა და ბრძანებითა ღმრთისა სწორისა მეფეთ-მეფისა დავითისითა, და მათთა ვაზირთა კითხვითა და მოწმებითა, ვიყიდე სოფელი კვახჭირი მათისა ამირაჯიბის ქობულისძისა ბეღესგან, სხუისა ყოვლისა მისაცემლისაგან კიდე, თორმეტიათას თეთრად, პატრონთაგან მისთუის ესეთითა სიგლითა ბოძებული, რომელსა ესე სწერია: "თუ რაი ვის კვახჭირს სიგელი და დაწერილი ჰქონდეს, ამით სიგლითა იგი ყოველი გაგუიტეხია და მტკიცე ესე ოდენი".

და თვით იგი სიგელი და ბეღესგან ჩემთუის მოცემული დაწერილი დავსდევ დიდსა მონასტერსა შინა, კითხუითა, მოხსენებით და მოწმებითა დიდისა მოძღუართ-მოძღურისა, დავითის მწირველისა ანტონისითა, დიდისა მონასტრისა წინამძღურისა, პატრონთა მწირველისა იოვანესითა, პატრონთა გამზრდელისა, თამარის მწირველისათა ილარიონ ფავნელისათა, პეტრე დეკანოზისა და ყოველთა დიდთა დავითის ძმათა.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit