1260-1300 წწ. - დაწერილი ბეგა სურამელისა ქუაფქუა ჯომარდისძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: Hd-1358 ა.

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 29


ქ, სახელითა ღმრთისათა ... შუამდგომელობითა და თავსდებობითა წმიდისა გიორგი კავთისაითა, ესე დაწერილი დაგიწერე მე, მსახურთუხუცესმან ბეგამან, ძემან გრიგოლ სულკურთხეულისამან, შენ, ჯომარდისძესა ქუაფქუასა და ძმასა შენსა ჯიშოსა, შვილთა და ყოველთავე მომავალთა თქუენთა.

მომინდა თქუენი მკუიდრი მამული. პატარაი ადგილი ჩემდა საჯდომად და მისა ადგილსთანაი პატარა ვენახი. და მოგეცა მისდა სანაცლოდ შენისა განაყოფისა ოქუროისა მამული, ნასყიდი და უსყიდელი და მისი საჯდომი სახლითა.

გქუონდეს მკუიდრად და სამამულოდ და მოუდევრად ესე ოქუროისა კერძი მამული შენ, ჯომარდისძესა და რაცა რაი ოქროისა ძმისწულსა საქმე ედვას ოქუროისა კერძსა მამულსა თანა, თუ მისი ძმიწული შინა მოვიდეს, რაიცა ძმისა მისისა კერძი მამული ჰმართებდეს, განაღამცა ხელთა ჰქონდა მას ვაჟსა, და თუ არ მოვიდეს, მისი კერძიცა შენთუისვე მომიცემია.

ოქუროისა ქალნი დარჩეს: ორნი გათხივილნი და ერთი უთხოვარი. იგი კიდე გაათხოვე და ვითა გმართებდეს მონახვიდი და ისტუმრებდი. წელიწადი უწირე ოქურაისა ცოლსა და შვილსა.

აწ, გქონდეს მკუიდრად და სამამულოდ და არა შეგეცვალოს ჩემგან და არცა ჩემთა შვილთაგან და ფერად ხატობაი ვერავინ გითხრას მისა ოქუროისა მამულისა.


[დამტკიცება]:

  • ქ. მე, ბეგასა ჩემითა ხელითა დამიმტკიცებია. ქონდეს ჩუენსა ერდგულებასა შიგა.

საბუთის დათარიღება

edit
  • თ. ჟორდანია - 1296 წ. ახლო ხანები.
  • ი. დოლიძე: საბუთი არ არის 1260 წელზე ადრინდელი: ამ წელს მსახურთუხუცესად უკანასკნელად იხსენიება ბეგას მამა გრიგოლ სურამელი. ამრიგად საბუთი XIII ს. II ნახევრით უნდა დათარიღდეს.
  • კორპუსი: 1260-1300 წწ., რადგან: 1) 1260 წლამდე ბეგა სურამელის წინამორბედი მსახურთუხუცესია მისი მამა გრიგოლ სურამელი; 2) XIV ს-ში ბეგა სურამელი აღარ ჩანს წყაროებში.

საბუთის პუბლიკაციები

edit