1261-1262 წწ. - სიგელი მეფე დავით რუსუდანის ძისა ხეფინისხეველთა და წაქველთადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

საბუთის დედანი დაკარგულია

ე. თაყაიშვილის მიხედვით საბუთის დედანი ჰქონია ერთ გლეხს ხეფინისხევში, შორაპნის მაზრაში, ეტრატი 132 x 34; განკვეთილობის ნიშანი ორწერტილი, დაზიანებული: 8 ადგილია ამოგლეჯილი.

გვაქვს:

  • პირი: 1461-14/209 - გადაწერილი XIX საუკუნის ბოლოს;
  • პირი: Hd-7346 - გადაწერილი XX საუკუნის დასაწყისში.
  • პალეოგრაფიული პირის გამოცემა.

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 25


ქ. სახელითა ღმრთისაითა დავითისაგან ბაგრატუნიანისა რუსუდანის ძისა, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა საქართველოისა და ჩრდილოეთისა ფლობით მპყრობელისა.

მოვიდეს ჩუენ წინაშე ხეფინისხეველნი და წაქუელნი და მოიხუნეს სიგელნი დიდისა მეფისა გიორგისანი, რომლითა შეეწყალნეს და შეუვალ ექნნეს იგინი. და გუეჰაჯნეს, რაითამცა შევიწყალენით და სიგლითა ამით ჩუენცა დაუმტკიცეთ და შეუვალი ვქენით და გამოვიყვანეთ ყოვლისა შესავლისაგან სახელმწიფოისა, საერისთავთ-ერისთავოისა და სახელისუფლოისა.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ ჰაჯაი და მოხსენებაი ხეფინისხეველთაი და წაქუელთაი და შევიწყალეთ იგინი და შვილნი, და ყოველი მომავალნი მათნი და მიუბოძეთ სიგელი ესე და ავჰხადეთ ყოველი შესავალი სახელმწიფოი, საერისთავთ-ერისთვოი და სახელისუფლოი; და თუ რას ნადირობაი ჰქონებოდა, ჰაგრევე მიუბოძეთ დაფლული და რისაც ნადირობაი გამოაჩნდეს-ყე და მოკლვაი ესე ...[8]... მე მისი ნადირობაი არა ჰქონდეს-ყე მის ტყისმცველთა უხუცესი და ტყისმცველნი ვითა წესია, ისრე გადაახდევდენ გარეთ, შიგა ნუ ჩაუდგებიან, და იგინი დაუმორჩილებლობასა ნუ იკადრებენ: თუ კაცი მოკლან ცეცხლისა შეუდებლობაი და მოურბევლობაი, ვითა გიორგი მეფისაგან ბოძებულსა სიგელსა შიგან უწერია-ყე, ჰაგრე იყოს და იგინი დაუურვებლობასა ნუ იქმენ ...[5]... ღუინისა მკრეფელნი და ჩამომაწუევარნი საკლავსა ...[5]... ქათმისა მეტსა ნუ სთხოვენ.

ჰქონდეს სიგელი ესე ხეფინისხეველთა და წაქუელთა მკუიდრად, მამულობით, მტკიცედ, შეუცვალებლად და შეუვალად ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან მათ და შვილთა და ყოველთა მომავალთა მათთა.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit