1281-1282 წწ. - დაწერილი ნიკოლაოზ ქართლის კათალიკოსისა არვანბეგ საბაისძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: 1448-5037

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 19


ესე დაწერილი ჩუენ, გლახაკმან ქართლისა კათალიკოზმან ნიკოლაოზ საგიწერეთ და მოგეცით თქუენ, საბაისძესა არვანბეგს და შვილთა და მომავალთა ყოველთა სახლისა თქუენისათა.

მათ ჟამთა შინა, ოდეს ღმრთისა სწორი დავით მეფე ამა ჟამთა ძნელბედობისა და მიჭირვებულობისაგან სიმაგრეთა კლარჯეთისათა მოჰმართა და თქუენ მათის სამსახურისათუის თავი დასდევით და მცხეთისა მკუიდრი შეუბანი თქუენთუის სამამულოდ სიგლითა მოებოძა.

და უკანის ჩუენ მოვედით და ყოველნივე საქონებელნი მცხეთისანი მოვიკლენით და შეუბანიც დავიჭირეთ. და თქუენ მოხუედით და ღმრთის-სწორთა სიგელნიც მოიხუენით სამამულოდ ბოძებულობისანი. და შეუბანსა აბუსერეთ საერისთვოი და ბეგარი ზედა სდებოდა და იგი მათგან გეყიდა, და გელათისა რავდენიმე ცუილი და ბეგარი ზედა სდებოდა, იგი მათგან გეყიდა. ესე ყუელაი წინაი დავიდევით და აღარ ეგებოდა ამისი შეცვალებაი, ამად, რომე დიდი წანაგები ჩანდა თქუენგან და მონასყიდენიც იყვენით გელათის და აბუსერეთაგან.

აწ ესრე განვაჩინეთ, რომე ძუელი ბეგარი ზედა სდებოდა შეუბანსა თერთმეტი ლიტრაი ცუილი, მას ზედა ცხრაი ლიტრაი ცუილი, სხუაი მოგიმატეთ და შევქმენით ოც ლიტრად, მით ლიტრითა, რომელი ძუელად ყოფილა. და მოგეცით შეუბანი და დაგუიმკუიდრეთ ამისას გასრულებას შიგა, რომე ყოველთა წელიწადთა დიდს ხუთშაბათს ესე ოცი ლიტრაი ცუილი ჩუენს ტანუტერს სახლობანსა მოეცემოდეს და მოეთუალვოდეს. და უკეთუ სადმე ჟამთა სიავისაგან სახლობანი ჩუენ არ გუქონდეს, თუ ჟამი გქონდეს, თქუენ მოიღებდით. და თუ თქუენ ვერადმე ვერ მოიღოთ, ჩუენ მოვიკლებდეთ. და რაიზომიც წელიწადი დაეყოვნებოდეს ანგარიშითა წლისა და წლისაი არაი დააკლებოდეს და უკლებად ხელთა მოეცემოდეს ესე ოცი ლიტრაი ცუილი.

და ამისასა გასრულებასა შინა გქონდეს შეუბანი თქუენ, საბაისძესა არვანბეგს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისასა მკუიდრად, სამამულოდ, ერდგულებითა მსახურებასა შინა ქათოლიკე ეკლესიისასა და საყდრის მპყრობელთასა. არ შეგეცვალოს არ ჩუენგან და არ შემდგომთა ჩუენთა ქართლის კათალიკოზთაგან.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit