1287-1288 წწ. - სიგელი დავით და ვახტანგ მეფეებისა ვახტანგ თულაისძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Hd-1331.

საბუთის ტექსტი

edit

1925 - კაკაბაძე სარგის - თულასძეთა სიგელი, დავით ნარინის მიერ მიცემული - PDF ვერსია


ნებითა და შეწევნითა ღთისაითა, დავითისაგან ბაგრატუნიანისა, ძისა რუსუდანისა და თანამეცხედრისა ჩუენისა მარიამისა და ძისა ჩუენისა ვახტანგ მეფისაი, ნებითა ღთისაითა, აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფეთაი, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა საქართველოისა და ჩრდილოეთისა ხელმწიფედ მპყრობელთაი.

მოვიდა ჩუენს წინაშე ზარადხანის-უხუცესი ჩუენი ვახტანგ თულაისძე და გუეჰაჯა და მოგუახსენა, რაითამცა შევიწყალეთ და, რომელ ჩუენგან ბოძებული შორაპანი და ღუერკი მას ჰქონდა, მისადმცა სანაცვლოდ, რაჭას ეკლესიაი პიპილეთი, მისითა შესავლითა ჟაშქუითა და ირი ღუერკისა სანაცვლოდ გუებოძა მკუიდრად და სამამულოდ. და ვითა მეთემენი აზნაურნი არიან, ეგრევემცა მეფობისა ჩუენსა ჰმსახურებდა, ვითა ჩამომავლადაც მეთემე იყო.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ ჰაჯაი და მოხსენებაი ზარადხანის-უხუცესისა თულაისძისა ვახტანგისი და მიუბოძეთ სიგელი ესე მას და შვილთა და მომავალთა მისთა და სიგლითა ამით რაჭას სოფელი პიპილეთი და მისი შესავალი ჟაშქუაი შორასპნისა სანაცვლოდ და ეგრევე ირი, ღუერკისა სანაცვლოდ, მკუიდრად და სამამულოდ გუიბოძებიადა უსარჩლავად და უწყენრად ყოვლისა კაცისაგან, და ვითა სხუანი მეთემენი აზნაურნი არიან, ეგრევე ესე ჰმსახურებდეს მეფობასა ჩუენსა. და სხუას არაი ვისგან ეწყინებოდეს, არცა-რაი ვის საქმე უც მასთანა. ჰქომდეს სიგელი ესე ზარდახანის-უხუცესსა ჩუენსა თულაისძესა ვახტანგს და შვილთა და შვილის-შვილთა და ყოელთა მომავალთა მათთა, ერდგულად მსახურებასა შინა მეფობისა ჩუენისასა. და სიგლითა ამით რაჭას ეკლესიაი პაპილეთს, წმიდისა გიორგისი და მისი შესავალი პიპილეთი, რაიცა არის და ჟაშქუაი და ირი, მკუიდრად და სამამულოდ და უსარჩლავად და მიუდევრად გუიბოძებია და უწყენრად.

და არაი ვისი რაი ხელი შევიდოდეს, არცაი-რაი-ვის საქმე ედვას მას თანა, მტკიცედ და შეუვალად და შეუცვალებელად გუიბოძებია, მათითა მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქუილითა და ყოვლითა სამართლიანითა მზღვრითა და მიმდგომითა მისითა, სახმრითა და უხმრითა ყუელაითა. არცა პური და ღუინოი მოეკრიბვოდეს, არცა-რაი ვისგან ეწყინებოდეს. თუ რა ვის ამათ ადგილთა სიგელი, ანუ რაი ჩაქი და ნიშანი ჰქონდეს, ყუელაი სიგლითა ამით გაგუიტეხია და მტკიცე ესეოდენა. და არავინ გუიბრძანებია მშლელი და მაქცეველი ბრძანებულისა ამის ჩუენისაი, არცა-ვინ მეუნებლე, მაწყენელი და დამაკლებელი მათი.



დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა ორმოცდამეათექუსმეტესა და ძისა ჩუენისა ვახტანგ მეფისასა მეათესა, ხელითა ზარადხანისა მწიგნობრისა ჩუენისა გიორგი სოფრომისძისაითა.

დამტკიცებები:

1. ქ. მტკიცეა ნებითა ღმრთისაითა [დავით მეფე]

2. ქ. ჩემ, დედუფლისა მარიამისგანცა მტკიცეა ნებითა ღმრთისათა

3. ქ. ჩემ, ძისა მათისა ვახტანგის მეფისაგანცა მტკიცეა ნებითა ღმრთისათა

4. ქ. ჩემგანცა დიოფალისა ხუარაშანისაგან და ჩემ ძისა მეფისა ბაგრატისგან მტკიცეა ნებითა ღმრთისათა

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი: დავით რუსუდანის ძის მეფობის 56-ე და მისი ძის ვახტანგის მეფობის 10-ე ინდიკტიონი.
ს.კაკაბაძე საბუთს 1291-1292 წლებით ათარიღებდა.
კორპუსში მიაჩნიათ, რომ გამეფების თარიღებად მიჩნეულია თანამოსაყდრეობის თარიღები. დავით ნარინი დაიბადა 1227 წ. და 5 წლისა 1232 წ. დედამ, რუსუდანმა აკურთხა თანამოსაყდრეთ. ამრიგად საბუთი დაწერილია 1287/1288 წლებში და აქედან გამომდინარე დავით ნარინს ვახტანგი თანამოსაყდრედ უკურთხებია 1277/1278 წლებში.

პუბლიკაცია

edit