1339 წ. VI.6. - სიგელი გიორგი მეფისა შალვა მეაბჯრეთუხუცესისადმი

Hd-11626




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: Hd-11626; ქაღალდი; დაზიანებული, თავნაკლული, 37,5x16.

საბუთის ტექსტი

edit

ე. თაყაიშვილის მიხედვით

edit

...გიბოძეთ შენ მეაბჯრეთა უხუცესსა... შალვა რაგუარ პატრონსა... ებოძა შენი მამული შენთუის, ჰაგრევე ჩუენ შეგიწყალეთ და გიბოძეთ უცილებლად ყოვლისა სულიერისგან, ვერავინ გეცილებოდეს ერდგულად მსახურებასა შინა მეფობისა ჩუენისასა, ურდოს ლაშქარს შინა და გარე ყოვლგან, და ვინც ამისი ხართ აზნაურისშვილი, მსახური და გლეხი, ყველაი მსახურებდეთ ერდგულად და თავდადებით. ვინც ლაშქარს წაგიტანოს, ლაშქარს წაჰყევით, ვინცა შინა დაგაგდოს, შინა მსახურებდით.

დაიწერა ქნიკნსა [კ]ზ (27), ივნისს , ხელითა კარისა მწიგნობრისა ჩუენისა ქავთარისშვილის(?) ბოცოისითა.

1909 - "საქართველოს სიძველენი" - ტომი II - № 5


კორპუსის მიხედვით

edit

... გუიბოძებია მეჰაბჯრეთაუხუცესო ქუენიფნაველო შალვა, რაგუარ პატრონსა შენსა ებოძა შენი მამული შენთუის, ჰაგრევე აწ ჩუენ შეგიწყალეთ და გიბოძეთ უცილებლად ყოვლისა სულიერისგან. ვერავინ გეცილებოდეს ერდგულად მსახურებასა შინა მეფობისა ჩუენისასა ურდოს ლაშქარსა შინა და გარე ყოვლგან. და ვინც ამისი ხართ აზნაურისშვილი, მსახური და გლეხი, ყუელაი მსახურებდეთ ერდგულად და თავდადებით. ვინც ლაშქარს წაგიტანოს, ლაშქარს წაჰყევით, ვინცა შინა დაგაგდოს, შინა მსახურებდით.

დაიწერა ქრონიკონსა კზ (27), ივნისს , ხელითა კარისა მწიგნობრისა ჩუენისა ჩაკურასშვილის ბოცოისითა"

ხელრთვა: ვამტკიცებ

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - № 2


საბუთის დათარიღება

edit

ე. თაყაიშვილს საბუთის გამცემად გიორგი ბრწყინვალე, მიმღებად შალვა ჯავახიშვილი, ხოლო საბუთის დამწერად ქავთარისშვილი ბოცო მიაჩნია.

"პირთა ანოტირებული ლექსიკონიც" საბუთს 1339 წ. VI.6-ით ათარიღებს, მის გამცემად გიორგი V, მიმღებად შალვა ჯავახიშვილი მიაჩნია, ხოლო საბუთის დამწერად ქავთარისშვილი ბოცო.

კორპუსის მიხედვითაც საბუთის გამცემი გიორგი ბრწყინვალეა, თუმცა საბუთის მიმღები შალვა ქუენაფნაველია, ხოლო საბუთის დამწერი ჩაკურასშვილი ბოცო.

ჩვენში ეჭვს იწვევს საბუთის ფრაზა, რომლითაც საბუთის გამცემი შალვას მიმართავს: "რაგუარ პატრონსა შენსა ებოძა შენი მამული შენთუის", რაც არ შეეფერება გიორგი ბრწყინვალეს, რომ თავისი მეფობის მე-40 წელს გაეხსენებინოს შალვა მეაბჯრეთუხუცესის ვინმე სხვა პატრონი.

პუბლიკაცია

edit