1344 წ. IV.5. - დაწერილი მღვიმის ლავრისა ბავტისძე ჯაუნორისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის შიომღვიმის საბუთები № 063.

საბუთის შინაარსი

edit

ჩუენ, დიდმან ლავრამან მღვიმისამან, მთავარმამა მემღუიმემან იოვანე, დეკანოზმა დავით, გრიგოლ, იოსებ, იესე, იოსებ დაყუდებულმა და გარბერმა ბარლამან და ყოველმანვე სისავსემან ლავრისამან... ვისმინეთ ჰაჯაი შენი და მოგეცით სამის დღისა მიწაი შოლაღრიური უსარჩელი, მოუდევარი და უპატრონო, ვარდანის ძეთა საღალოთ რომე ჰქონდის; მათი ღალაი აღარ გუინდოდა და შენ, მჭედელსა ბავტისძესა ჯაუნარსა, მოგეცით და ბეგარა გაგიჩინეთ წელიწადსა შიგა ოთხი ლიტრაი ცვილი, რომე შიოობა დღესა მღუიმეს მოიღებდი. ამისგან მეტი არა ზე გაც ამა სამისა შოლაღარიურისა ყანისათუის...

ამისი მოწამენი არიან: ანგროვნელნი ჯიღბოის ძე მგელაი, თეძმის ხელოსანი კობალაისძე შალვა, ჩარმაგოის ძე ჩამნაი, კოხოტიელი იოანე, ხევისპირული ნასარაი; მემღუიმის ყმანი: მზარეული იაი, გორისისძე დიაკონი ბექენი, გოროვნელი აბაშაი, წეროვნელი ციცხელაისძე იაი.

ქრონიკონსა ლბ, აპრილსა . მიწაი მიქელ, პალატის წინამძღურის შვილი, დამწერელი და მოწმე ვარ."

დამტკიცებები:

საბუთის პუბლიკაციები

edit

თ. ჟორდანიას მიერ საბუთი გამოქვეყნებულია დედნის მიხედვით.

1897 წელს თედო ჟორდანიამ - ქრონიკებში - წ. II გაიმეორა 1896 წლის გამოცემა.

საბუთი ქვეყნდება თ. ჟორდანიას 1896 წ. გამოცემის მიხედვით.