1348 წ. - სიგელი ანდრონიკე მეფისა წითლოსან ქუენაფნაველისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

  • Hd-1360 - ქაღალდი, გრაგნილი, 148x26,5 სმ.

პირები:

  • Hd-2493
  • 1461-14/211 - პირი გადაწერილია პ. კარბელაშვილის მიერ
  • H-78/03 - პირი გადაწერილი დ. მეღვინეთხუციშვილის მიერ

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 34


ქ. სახელითა ღმრთისაითა ანდრონიკესაგან ბაგრატუნიანისა, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთ მეფისა, შარვანშე და შანშე და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ხელმწიფედ მპყრობელისა.

მოვიდა ჩუენს წინაშე ქუენაფნაველი, ლარგუელისა შვილი წითლოსანი და გუეაჯა და მოგუახსენა, რათამცა ქართლის მუხისძისა სალარისეულნი სოფელნი: კარბი და გარეჯუარ-ბაკურის უბანი მისთუისმცა მიგუებოძნეს.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ აჯაი ქუენიფნაველისა წითლოსანისი, ვინაიდგან მის ცოლისძმის მუხისძის სალარისცა მისთუის და მისთა დისწულთათუის ეანდერძა მისი მამული, ჩუენცა შევიწყალეთ და მიუბოძენით ქართლის სოფელნი: კარბი და გარეჯუარ-ბაკურის უბანი მისითა სამართლიანითა მძღვრითა მკუიდრად, სამამულოდ, შეუვალად და შეუცვალებლად...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეცხრესა, ქრონიკონსა ლვ, ხელითა კარისა მწიგნობრისა ჩუენისა მანგლელისა ძისა ნიკოლოზისითა"

შენიშვნები

edit

ე. თაყაიშვილს ანდრონიკე გიორგი ბრწყინვალის შვილ დავით მეფის მეტსახელად მიაჩნია და გამოთქვამს ვარაუგს, რომ სიგელი დავით IX-ს მიერაა გაცემული

საბუთის პუბლიკაციები

edit