1387 წ. - სიგელი გიორგი მეფისა გუგუნი მაყაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. 1450-48/114 - პირი გადაწერილია 1824 წლის 16 ოქტომბერს "ექსპედიცია სუდა ი რასპრავაში";
  2. Ad-1284 - პირი გადაწერილი XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 36


სახელითა ღმრთისაითა, გიორგისაგან დავითიან-ბაგრატიონინისა, ნებითა ღმრთისაითა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშე და შანშე და სრულისა საქართველოისა, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ხელმწიფედ ფლობით მპყრობელისა წინაშე მოვიდა ჩვენი დიდად ნამსახური და ერთგული მაყასშვილი გუგუნი თავადი მეაბჯრეთუხუცესი ბოსტოღანა, გვეაჯა და მოგვახსენა, რათამცა შეგვეწყალა და ბოჭორმის პირთა ბიძისა მისისა ნაქონები ბოტკოი სამკვიდროდ, სამამულოდ სიგლითა მიგვებოძა...

გვიბოძებია და გქონდეს შენ, მეაბჯრეთუხუცესს ბოსტოღანას, მაყაშვილსა გუგუნასა, შვილთა და მომავალთა შენთა ყოველთავე, ბიძისა შენისა ნაქონები ბოტკო...

დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა ით (19), ქკსა ოე, ხელითა კარისა მწიგნობრისა მახარებელისათა.

დამტკიცება

მე, დიდისა მონასტრისა მოძღვარი, კათალიკოზი ნიკოლოზ, დამამტკიცებელი ვარ მეფეთა ბრძანებისა ამის.

საბუთის პერსონალია

edit

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit
1. საბუთის გაცემის თარიღად   1450-48/114 ასლში მოცემულია ქორონიკონი ჲე (65), ხოლო Ad-1284 ასლში ოე (75), რაც შესაბამისად 1377 ან 1387 წელს იძლევა. თ. ჟორდანიამაც და ი. დოლიძემაც საბუთი Ad-1284 პირის მიხედვით გამოაქვეყნეს და 1377 წლით დაათარიღეს, კორპუსში უპირატესობა 1450-48/114 პირს აქვს მინიჭებული და 1387 წლითაა დათარიჭებული, თუმცა ბ. ლომინაძე გამოთქვამს ეჭვს, ხომ არ უნდა იყოს ქორონიკონი , ანუ 1317 წელი?

2. საბუთის გამცემად ყველა გამოცემაში გიორგი VII მითითებული, თუმცა ეჭვს იწვევს მისი მეფობის ინდიკტიონი, რომლის მიხედვითაც გიორგი 1358 თუ 1368 წელს გამხდარა მამამისის ბაგრატ V-ის თანამოსაყდრე. ბ. ლომინაძის ვარაუდით, თუ სიგელი 1317 წელსაა გაცემული, მაშინ მისი გამცემი უნდა გიორგი V ბრწყინვალე იყოს და ინდიკტიონიც უკვე ჯდება მის გამეფების თარიღთან. არის კიდევ ერთი ვარაუდი, რომ საბუთის გამცემი შეიძლება იყოს ანდრონიკეს შვილი გიორგი ალასტანელი. ამრიგად ეს საკითხი დამატებით ძიებას მოითხოვს.
3. საბუთის ადრესატი გუგუნი მაყაშვილი და მეაბჯრეთუხუცესი ბოსტოღანა ერთი და იგივე პირი უნდა იყოს, თუმცა პირთა ანოტირებულ ლექსიკონში ბოსტოღანა გუგუნას სახლიკაცადაა დასახელებული.

საბუთის პუბლიკაციები

edit

1897 წელს თედო ჟორდანიამ 1377 წ. - გუჯარი მაყაშვილთა გამოაქვეყნა მისთვის დ. მაყაშვილის მიერ გადაცემული ეტრატის გუჯარიდან სიტყვა-სიტყვით გადაწერილი პირის მიხედვით.


1965 წ. ი. დოლიძემ გამოაქვეყნა 1377 წ. - წყალობის სიგელი გიორგი VII-ისა გუგუნი მაყაშვილისადმი ხელნაწერთა ინსტიტუტიში დაცული Ad-1284 პირის მიხედვით.


1387 წ. - სიგელი გიორგი მეფისა გუგუნი მაყაშვილისადმი ქვეყნდება ძირითადად 1450-48/114 პირის მიხედვით. გათვალისწინებულია პირი Ad-1284.