1399-1407 წწ. - დაწერილი კათალიკოს ელიოზისა სვეტიცხოვლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 302 (დაკარგულია).

საბუთის შინაარსი

edit

ქართლისა კათალიკოზმა გობირახისძემან ელიოზ, მისი ძმის ამირახორის გრიგოლის მიერ ნაყიდი გ ო რ ა ვ ა ნ ს - ქ ა თ ა თ უ რ ი მამული, აგრეთვე ნასყიდი ვენახი ა ხ ა ტ ა ნ ს (რომელიც ჯერ პინტიშვილმა მიჰყიდა ოჯრამელას ძეს, მისგან იყიდა დათუა შალვაშვილმა, ხოლო შალვაშვილისგან კი ელიოზის ძმამ), შესწირა სვეტიცხოველს და დააწესა აღაპი ბზობას, ლაზარობას, თავისი ძმისა და ძმისწულების, თავისი და მეფე გიორგის სახელზე.

სიგელის დამწერია არსენი, ამტკიცებენ ჯუარისმტვირთველი თევდორე, მეღვინეთუხუცესი მიქა, მოურავი ქერობინ.

საბუთის პუბლიკაციები

edit