1401 წ. - სიგელი გიორგი მეფისა ფალავანდიშვილებისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირი:

  • 1450-11/103 - პირი გადაწერილია 1820 წ. დედნიდან.

საბუთის შინაარსი

edit

... გქონდეს თქვენ ფალავანდისშვილთა ფალავანდსა, მეღვინეთუხუცესსა ივანეს, ვარდანს, ქირქიშს, შვილთა და მომავალთა თქვენთა ყოველთავე ჩ ი ხ ა ს დ უ ნ თ ა მისითა სამართლიანითა ყოვლითა.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე, ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა კვ, ქკნსა პთ, ხელითა კარის მწიგნობრისა ჩუენისა თავკბითას ძის მახარებლისათა.

დამტკიცებები:

  1. ვამტკიცებ მეფე გიორგი, მონა ღმრთისა.
  2. კოსტანტინე ბატონისშვილი ვამტკიცებ, ნებითა ღმრთისა.
  3. ესე ვითა ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა გიორგის მათნი ერთგულნი ყმანი ფალავანდისშვილი ფალავანდი და ძმანი მისნი: მეღვინეთუხუცესი იოვანე და ვარდან, და მათნი შვილნი შეუწყალებია და სამკვიდრო და სამამულო ქვეყანა დ უ ნ თ ა უბოძებია, ჩვენ, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი ელიოზ, ამა სიგელსა კანონითა ვამტკიცებ.
  4. ესე ვითარ ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა გიორგის მათნი ერთგულნი ფალავანდისშვილი ფალავანდ და მეღვინეთუხუცესი იოვანე, ვარდან და მათნი შვილი ქირქიშ შეუწყალებია დ უ ნ თ ა სოფელი სამამულოდ უბოძებია, ჩვენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ მთავარეპისკოპოზი გიორგი კანონითა ვამტკიცებ.
  5. ესე ვითა ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა გიორგის მათნი ერთგულნი ფალავანდიანნი ფალავანდი და მეღვინეთუხუცესი იოვანე და ვარდან და მათნი შვილნი ქირქიშ და სვიმონ შეუწყალებიან და დ უ ნ თ ა სოფელი სამამულოდ უბოძებია, ჩვენ, ქრისტეს ღმრთის მიერ გლახაკი მროველი იოვანე კანონითა ვამტკიცებ.
  6. ესე ვითა ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა გიორგის მათნი ერთგულნი ყმანი ფალავანდისშვილნი ფალავანდი და ძმა მათი: მეღვინეთუხუცესი იოანე, ვარდან და მათნი შვილნი შეუწყალებიათ და სამკვიდროთ სამამულოთ ქვეყანა დ უ ნ თ ა უბოძებია, ჩვენ, ღმრთის მიერ ქუთათელ-მთავარეფისკოპოზი ფანოელ, ამა სიგელს კანონითა ვამტკიცებთ.

საბუთის პუბლიკაციები

edit