პირველ მარილელმან აბაზასძემან თათარაშვილმან... მეფეთაგან დიდად საბატიოდ შეწყალებულმან აბულეთისძედ დასმულმა ამილახორმა ხიმშიამან და ჩემმან ცოლმან ესნიამან და ჩემმან შვილმან იმარინდო... შემოგწირე ძაგნაკორნათა ჩემი მკუიდრი გლეხი შერგილასშვილი მისითა მამულითა სრულად და უკლებლად... და რაც მცხეთისა გლეხთა ნოდოკრელთა სარუე ყოფილა გამოსაღები, იგიცა შემომიწირავს...
მოგახსენე და შემოგწირე თქუენ... სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა... პირველ აბაზასძემან მარილელმან და აწ, თქუენ მიერითავე შეწევნითა, მეფეთაგან დიდად საბატიოდ შეწყალებულმან აბულეთისძემან, ამირახორმან ხიმშიამან და ჩემმან ცოლმან ესნიამან და ჩემმან შვილმან იმარინდო, ძაგნაკორნათა ჩუენი მკუიდრი გლეხი შერგილასშვილი, მისითა მამულითა სრულად და უკლებლად... და რაც მცხეთისა გლეხთა ნოდოკრელთა სარუე ყოფილა გამოსაღები, იგიცა შემომიწირავს...
და გავიჩინე აღაპი დღესა ყოვლად ბრწყინვალესა სერობასა მაცხოვრისასა დიდსა ხუთშაბათსა, და, აჰა, თქუენ, წმიდაო მეუფეო მღდელთმთავართ-მთავარო და პატიოსანო, მიმსგავსებულო და თანამერაბამეო წმიდათა მღდელთმოძღვართაო, ქართლისა კათალიკოზო, ელიოზ, ვითარცა შეჰგავს სიწმინდესა და ღმრთისმოყუარობასა თქუენსა... ყოვლითურთ უნაკლულოსა აღაპსა გარდაიხდიდით, კარაღებულსა...
"დაიწერა სიგელი და აღთქუმა ესე ქკონსა ჟგ აპრილისა იგ, დღესა ყოვლად ბრწყინვალესა სერობასა მაცხოვრისასა, დიდსა ხუთშაბათსა, ხელითა ფრიად ცოდვილისა და ყოველთა კაცთა უნარჩევესისა დემეტრე მარკოზისშვილისათა".