1408-1420 წწ. - განაჩენის ნაწყვეტი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 286 (დაკარგულია).
  2. Ad-1791

საბუთის შინაარსი

edit
კორპუსი

[მოლარეთ?]უხუცესი რევაზ, როსტევან, ზაალ და ადამ ბატონის კათალიკოზის ყმათა და ხიმშიასშვილთა ყმათა საქმის გასაჩენელად. სარჩელი ორთავესი გავიგონეთ... აგრეთვე ზევდგინიძე ვახტანგ სვირმანელს ჩებაშვილებს ესარჩლებოდეს... აგრეთვე შიმშილობის წელს რამაზის კაცი ტოხაძეს მოსლოდა და იმას რამაზ არ ემართლების ისრევე მოსცეს...

Ad-1791

ზევდგინიძე ვახტანგ ედავებოდა სვიმერნელს ჩაბაშვილების გამო. დავა გაარიგეს რევაზმა, როსტევანმა, ზაალმა და ადამმა. ჩაბაშვილები ვახტანგს არგუნეს, რადგან აღმოაჩნდა "ნაბჭობი წიგნი", რომლის თანახმად ისინი მას ნასისხლად რგებია. [პალ-2-229]

რამაზ ხიმშიაშვილს და მის ძმას რევაზს დავა ჰქონდათ ყმა-მამულის თაობაზე კათალიკოსის ყმებთან სუიმერნელთან და ტოხასძესთან. სახლთუხუცესმა რევაზ [მაღალაძემ], როსტევანმა, ზაალმა და ადამმა დავა ასე გადაწყვიტეს: რადგან სარუე მიწა შემოწირული აღმოჩნდა, იქ მოსახლე სამი ძმა კათოლიკოსს დაანებეს, რის სანაცვლოდაც კათალიკოსს ყოველ დიდ ხუთშაბათს ჟამი უნდა ეწირა ხიმშიაშვილებისათვის. სადავო ყმებიდან ერთი ძმათაგანი რამაზს ეჭირა. თუ დეკანოზი დაიფიცებდა, ეს კაცი მონაგებიანად კათალიკოსს დარჩებოდა. რამაზს ჰყავდა აგრეთვე სუიმერნელის ყმა. თუ სუიმერნელი დაიფიცებდა, ეს კაცი მონაგებიანად მას დარჩებოდა, ხოლო რაც რამაზისაგან ჰქონდა მიღებული, - რამაზსავე. სუიმერნელი რამაზის ძმას რევაზს ყმას ეცილებოდა და ეს უკანასკნელი კვლავ რევაზს დაუტოვეს. პიტლოვანი ხიმშიაანთ დარჩებოდა, თუ დაიფიცებდნენ, თუ ვერა - კათალიკოსს. ნოჯისხევი ხიმშიაანთ დაუტოვეს, ხიმშიაანთ ხეობა სუიმერნელებს მისცეს, სადამდისაც დაიფიცებდნენ. შიმშილობის წლებში რამაზის კაცი ტოხაძესთან მისულა და ისევ რამაზს დაუბრუნეს. კათალიკოსი ცხენის მოკვლას ჩიოდა და, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, იგი ხიმშიაანთ უნდა დაეურვებინათ. - [პალ-5-393-394 - ხიმშიაშვილი რამაზ]

შენიშვნა

edit

საბუთი გადასატანია მეთექვსმეტე საუკუნეში და გასაერთიანებელია Ad-1791-ის შინაარსთან. იხ პირთა ანოტირებული ლექსიკონი

საბუთის პუბლიკაციები

edit