1411 წ. XI.25. - წიგნი დავით ბერისძისა კათალიკოს ელიოზისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 160.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 139 (დაკარგულია).
  2. 1449-1651 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 160
  2. 1451-04-მცხეთის № 160

საბუთის შინაარსი

edit

თქუენ, ქრისტეს მიერ მღდელთმთავართ მთავარსა, წმიდასა მეუფესა ქართლის ქათალიკოზსა ელიოზსა, ესე წიგნი დაგიწერე და მოგახსენე, მე, დავით ბერისძემა ციხელამა, ჩემმა ცოლმა მითამა.

თქუენთუის თეთრი მოეხსენა ოთარას ვარაზასა, რომემცა ვენახი გაეყიდა და მცხეთას მათისა სულისათუის აღაპი დაედვა ნიკოლოზობასა. აწ, მე მოგახსენე და მოგყიდე ჩემგანა ნასყიდი ჩემითა ალალითა ქონებითა მამულს გარეთ საქმეუდებელი პატრონთა და ქუეყნისაგან და ყოვლისა ადამიანისაგან ბოტოტასა, ზურისა ბოლოს, ვენახი ჩემისა ჩაყრილისა და ჩემთუის სააღაპედ მოხსენებულსა ვენახსა ზედა მოკიდებით...

გიბედნიეროს ღმერთმან სუეტს ცხოველსა და თქუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა ქათალიკოზსა ელიოზს...

ამისნი მოწამენი და თანადამხდურნი არიან: ახალდბანელისძე ლომი, ბოხჩოსაძე არსლანა, მელაღუასძე ბეგა, ხარანისაძე ბაღათარ, სალამსური ბასილი, მღრდელმონაზონი კვეთელი ანანია, ჩარადანაგი ჯანიბეგა, ჩაჩიშვილი ნონია, მაჩხაშიშვილი თუქია.

დაიწერა ოკდონბერსა კე, ქორონიკონს პით. მე, მღრდელმონაზონს, მაღალაშვილსა ზაბილონსა დამიწერია და მოწამე ვარ.

საბუთის პერსონალია

edit