1413 წ. IX.20. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 105.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 94 (დაკარგულია).
  2. 1449-1512 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით.
  3. H-06/19 - პირი გადაწერილი დედნიდან მ. კოლუბანსკის 1848 წ.
  4. E-073/23 - პირი გადაწერილი პირების კრებულიდან ს. ტაბიძის 1848 წ.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 105

საბუთის შინაარსი

edit

...ორისავე სამეფოსა მტკიცედ შეუჭრეთელად და შეურეველად მპყრობელმან, აფხაზთა და ქართველთა მეფეთა-მეფემან ალექსანდრე... და ძეთა ჩემთა ვახტანგ და დიმიტრი.

...დედაქალაქისა საყდარსა მცხეთისა შევსწირეთ და მოვახსენეთ პატრონისა და ყოვლითურთ სულკურთხეულისა ბებიისა ჩემისა, ჩემზედა მრავალფერად ვალდადებულისა და ჭირნახულისა, რუსასა სულისათუის სააღაპედ ატენს თბილელასძენი: ლომი, გიორგი, გაბრიელ, ტბელა და იოვანე, შვილნი და მომავალნი მათნი მათითა მამულითა, სრულად და უკლებად...

ასრე და ამა წესითა შემოგუიწირავს და მოგუიხსენებია, რომე ყოველთა წელიწადთა პატრონი და თანამერაბამე წმიდათა მღვდელთმოძღუართა... ქართლისა ქათალიკოზი ელიოზ, ვითა მათსა სიწმიდესა და მოღუაწეობასა მართებდეს, აგრე ყოვლითურთ უნაკლულოსა და კარღებულსა აღაპსა გარდაიხდიდეს დღესა ამბროსობასა პატრონისა და ყოვლად სანატრელისა სულკურთხეულისა ბებიისა ჩემისა რუსასათუის, რომელმან გულსმოდგინედ და სურვილით ხელ-ყო სამსახურებელად და აღშენებად კათოლიკე საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა, რომელი დააქციეს ტომთა აგარისთა ჟამსა მას, რომელი წარმოემართა ქუეყანით სამარყანით ბილწი იგი და მოძაგებული სახელით თემურ და მრავალნი საყდარნი და მონასტერნი დააქცივნა და თუით მათნიცა ბილწნი და შეურაცხნი სალოცავნი და მიზგითთანი დააქცივნა.

ამა ჟამისა შედეგად გამოჰკაზმა საყდარი და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა და სურვილით და მოწლედ ელმოდა გონებასა მათსა, რაითა ძღუნად მიეპყრა მეუფისა მის ცათასათუის...

აწ, ვითა ასრე მრავალფერად მათგან ჭირნახულსა მართებს და მრავალსა მათგან ჩუენზედა ზრდასა და ვალდებულებობასა ვემართლებით, აგრე მათისა სულისათუის სააღაპედ შემოგუიწირავს და მოგუიხსენებია ატენს თბილელასძენი: ლომი, გიორგი, გაბრიელ, ტბელი, იოვანე, შვილნი და მომავალნი მათნი, მათითა მამულითა სრულად და უკლებად...

დაიწერა ქკსა რა, სეკდენბერსა , ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა პირველსა, ხელითა... დემეტრე მარკოზისშვილისათა.

[ხელრთვა]::

ქ. მეფეთ-მეფესა ალექსანდრეს, პატრონსა დედოფალთ-დედოფალსა პატრონსა დულარდუხტ, შემოგვიწირავს და მოგუიხსენებია.

საბუთის პუბლიკაციები

edit