1413 წ. V.12. - ნასყიდობის წიგნი ანდრეა დეკანოზისა დემეტია წითლისძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: Hd-1358 ბ.

საბუთის შინაარსი

edit

ესე დაწერილი დაგიწერე მე, დეკანოზმა ანდრეა და მომავალთა სახლისა ჩემისათა შენ, წითლისძეს დემეტიასა და შენთა შვილთა, ვარდიასა და ვაროზასა და მომავალთა სახლისა შენისათა.

მე, ანდრეა, ვიყიდე ნავენახობი ერთი მონესელისძისაგან. დამეჭირა, სხუა ღონე აღარა მქონდა და შენ მოგყიდე, წითლისძესა დემეტიასა შენისავე ვენახისა გაპირისპირებით შარას იქით ერთი ნავენახობი. ნიშნად ერთი საწისქულეცა ყოფილიყო შიგა და ერთი საბზელ-კალო.

ყუელაი შენ მოგყიდე და ავიღე ფასი სრული, რაოდენიც კაცთა თქუეს და ჩუენ შევჯერდით.

აწ ამისი მოწამენი არიან: მონესელისძე გიორგი, ბასილისძე ნაცვალა, დედანაშვილი ნადირა, დეკანოზი აღაპი.

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა რა, მაისსა ათორმეტს. მე, იოვანეს დამიწერია და მოწამეც ვარ.

საბუთის პუბლიკაციები

edit