ესე წიგნი კადრე და მოგახსენე თქუენ, წმიდასა და ქრისტეს მიერ კურთხეულსა მღრდელთმთავართა-მთავარსა ქართლისა ქათალიკოსსა მიქაელს, კადრეთ და მოგახსენეთ მას ჟამსა ოდეს მცხეთას მოვე და მაკურთხეთ.
აწ, ესე წიგნი, მე, მაწყუერელ მთავარეპისკოპოზმან გერასიმე კადრეთ და მოგახსენე და ვინც შემდგომად ჩემსა სხუანი მაწყუერელნი იყუნენ და საყდრიშვილნი, როგორც ამას წინათ მეფეთა მლოცველნი და თქუენი მამხსენებელნი და ერთგულნი ყოფილან, ამავე წესითა მეფეთა მლოცველნი ვიყუნეთ და თქუენი მამხსენებელნი ვიყუნეთ. არცა პატრიარქი მოვიხსენოთ ანტიოქიისა, არცა მისგან გამოგზავნილი კაცი შევიწყნაროთ, არცა ვარძიისა დიაკონი ვაკურთხოთ. და ვინც ამა თემსა ანუ სხუაგან შეაჩუენოთ, როგორცა თქუენგან ნაკურთხევსა გუმართებს, აგრე შევაჩუენოთ. და ვისაცა თქუენ სწყალობდეთ, ჩუენც მისნი მლოცველნი ვიყუნეთ...