ესე წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, წმიდასა დედაქალაქსა მცხეთასა და მას შინა სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა, კუართსა საუფლოსა და მიჰრონსა წმიდასა და თქუენ, წმიდასა მეუფესა, ქრისტეს მიერ მღდელთმთავართ-მთავარსა, ქართლისა ქათალიკოსსა თეუდორეს, მე, მანგლელ-თბილელ მთავარებისკოპოზმან იოვანე, მას ჟამსა, ოდეს გამიწყერ და ომფორი წამიღე და მერმე კიდევე მიბოძე.
და მე ესე საერთგულო წიგნი მოგახსენე: ვიყუნეთ დღეს და დღესისგან წაღმა თქუენნი ერთგულნი და ერთგულად მლოცველ-მომსახურენი, მტერთა ზედა მტერნი და მოყუარეთა ზედა მოყუარენი. ვისცა გაუწყრეთ და შეაჩუენნით, ჩვენცა შევაჩუენოთ და უჯუარო ვყუნეთ; და ვისცა თქუენ სწყალობდეთ, ჩუენცა მათნი მლოცველნი ვიყვნეთ...