1429 წ. - სიგელი ვახტანგ ალექსანდრე მეფის ძისა ურდოელისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 352.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № რნ (150) (დაკარგულია).
  2. 1449-1515 - გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ.
  3. H-06/44 - გადაწერილი მ. კოლუბანსკის მიერ.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 352

საბუთის შინაარსი

edit

--- ვახტანგ, ესე წიგნი დაგიწერე და გიბოძე შენ, ურდოელსა, შენსა შვილსა სუმბატს და შვილის შვილსა ვირშელს, შვილთა და მომავალთა ყოველთავე სახლისა თქუენისათა.

ღმრთივ გუირგუინოსანმან მამამან ჩუენმან ამისი იმედისა წიგნი მოგცა და გიბოძა თქუენ, ურდოელსა, რომე რასაცა მქონებელი დღეს ხარ, იგი თქუენს უკანით თქუენსა შვილსა და თქუენისა სახლისა მომავალთა დარჩეს.

ვინეთგან მათ შეგიწყალეს, ჩუენცა დაგიმტკიცეთ, რომე სოფლისა სიმუხთლისაგან თუ რამემან გამოგიაროს თქუენ, ურდოელსა, რასაცა დღეს ქალაქს მქონებელი ხარ, სახლი, მამული, გლეხები და ძაგანაკორნათა ღაფირისძისეული და ბაღდაური და, რასაცა და რა დღეს ანუ პატრონთა წყალობა გაქუნდა, ანუ ნასყიდი, იგი და სალაროს მუშრიბობა შემდგომად თქუენ ურდოელსა უკანით, თქუენსა შვილსა სუმბატს და შვილისშვილსა ვირშელსა ჰქონდეს უკლებლად...

დაიწერა სიგელი ესე, ქრონიკონსა რიზ, ხელითა კაკლაჩასძისა კლიმისითა.


[დამტკიცება]:

საბუთის პუბლიკაციები

edit