1429 წ. - წყალობის სიგელი ალექსანდრე მეფისა ავთანდილ ზევდგინისძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Hd-11634. დედანი; 101x24,5 სმ.; თავნაკლული, დაზიანებული, განკვეთილობის ნიშნად სამი წერტილი.

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: 1926 - საქართველოს სიძველენი - ტომი III (დამატება) - N 4

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 39


... გუიბოძებია და მოგუიცემია თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და თავდადებით ნამსახურთა ზედგინისძეთა, ეზოს ჩუხჩარეხსა და გორის მოურავსა ავთანდილსა და ჩუენთა თანა შეზრდილ-გაზრდილთა, მოლარეთ-უხუცესსა თაყას და ზევდგინს და შვილთა და მომავალთა ყოველთათუისვე სახლისა თქვენისათა, კასპი და იგოეთი ქალისა ნასისხლად ციხითა, მონასტრითა, აზნაურითა, გლეხებითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა მისა მიმდგამითა და შესავლითა, ერთობ ყუელათა.

ამას აქათი ნადარბაზევი და გომნი იაჯეთ და იგი მოგიმატეთ და გიბოძეთ; ნადარბაზევი სასახლითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა და შესავლითა, ერთობ უკლებლად ყუელათა...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რიზ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათჩუიდმეტესა, ხელითა ფრიად ცოდვილისა და ყოვლად უნარჩევესისა კარის მწიგნობრისა კლიმი კაკლაჩასძისათა

[დამტკიცებები ხვეულად]:

[მინაწერი XVIII ს. მხედრულით]

საბუთის პუბლიკაციები

edit