სახელითა ღვთისათა, ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა ვიდრე დასავლეთამდე ფლობით მქონებელმან, ორისავე სახელმწიფოისა ტახტისა და გუირგუინისა მქონებელმან, მეფეთ-მეფემან გორგასალ და დედოფალთ-დედოფალმან ბატონმა თამარ და ჩუენთა ლაშკართა, რანთა, კახთა, სომეხთა, ქართველთა, ლიხთიმერთა და ლიხთამერთა, მესხთა, მეგრელთა, აფხაზთა, ჯიქთა, ალანთა, ყოვლისა სახელმწიფოისა მქონებელმა მეფეთ-მეფემან გორგასალ, დედოფალთ-დედოფალმან თამარმან.
მოდგეს ჩუენთა კართა ზედა ჩუენი დიდად ერდგული აზნაურიშვილი ქველი და არდაშელ, მოდგეს ჩუენთა კართა ზედა ასათიანი ქველი და არდაშელ, ვისმონეთ აჯა და მოხსენება და გაუჩინეთ სრული სისხლი.
ვისმე ასათიანის გვარის კაცი შეაკუდეს, ის ჩუენგან გაჩენილი სრული სისხლი, ერთი მონასტერი ასოცი გლეხითა, თეთრითა ქორითა, თეთრითა მეძებარითა, თეთრითა ჯორითა დაეურვებოდეს სანახშიროს აქათ, სანახშიროთ ასოცი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინც ქალი დაუგდოს, ანუ ცოლი წაუღოს, ნახევარი სისხლი დაეურვოს.
ვინც სასაფლავო გაუტეხოს, საღთო საქმე უპატიობა დიდი არის და სისხლის ნახევარი დაუურვოს.
ვინც უომარსა შვილი გიცეს, ანუ ბატონთან შეგარცხვინოს, სისხლის ნახევარი დაუურვოს.
დაღისა და კბილის ჩაგდებისათუის ოცდაათი თეთრი დაგეურვოს.
ვინც ჯოგი გაგიტეხოს, ჯოგი უკლებლად შამოგექცეს და თორმრტი ათასი თეთრი დაგეურვოს.
ვინც მოხელე ან შიმუნვარი გიცეს, თუთხმეტი ათასი თეთრი დაგიურვოს.
ანუ კაცის, ანუ ქალის უკაცრაობა გკადროს და გაგილახოს, ხუთი ათასი თეთრი დაგიურვოს.
ვინც უკაცრაობა გკადროს, ხელი მოგყოს, გაგძარცოს, ექვსი ათასი თეთრი დაგეურვოდეს.
თქუენ ასათიანსა ქველსა და არდაშელსა, ნათესავთა და მომავალთა და სახლის შვილთა თქუენთა და ყოველთავე თქუენთა ამა წესითა დაგეურვებოდეს.
თქუენც ასრე დაუმტკიცეთ ქართლისა და აფხაზეთის ქათალიკოზნო, ვეზირნო და დარბაზისერნო, აზნაურშვილნო, მესტუმრენო, მეღვინენო, მეჯინიბენო, მზარეულნო, მეტულუხჩენო, ფარეშნო, გამომღებელო და გამცემელო, უქვენაესნო და უზენაესნო, თქუენც ესრეთ დაუმტკიცეთ.
დაიწერა ბრძანება ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა, ქორონიკონსა...