1434 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა კათალიკოს თეოდორესადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 333.

პირები:

შინაარსი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 41


---ღმრთისათა ძუელი --- მიტაცებული აგარეანთაგან ჩუენი ციხე ლორე და მისი შესავალნი ერთობილნი ჩუენ ვიშოვნეთ და დავიჭირენით და, როგორცა ვის ქართველთა დარბაზის ერთა, ზემოთა და ანუ ქვემოთა --- ჰქონებოდა, ანუ ნიშანი ვისმეღა დარჩომოდა და ანუ ჩამომავლობით პაპათა და მამათაგან არათუ მახსოვრობით მათთა მომავალთაგან სმენით სმენოდა, და იაჯეს, მათი მამული უბოძეთ და ვიეთთამე არა ჰქონებოდა, არცა ჰქონოდა, როგორაც ვინ გუეღირსებოდა ეგრეთ განუყავით და უბოძეთ.

და ჩუენისა სულისა მოძღუარმან და მეოხმან კათალიკოზმან თეოდორე ამუჭი სოფელი და მისნი შესავალნი იაჯნეს და გავიგონეთ, რომე ამა ლორისა ციხისა შოვნასა შიგან და მისთა შესავალთა შოვნასა შიგან დიდადა და უსაზომოდ მოიჭირვეს, პირველად ვედრებითა ღმრთისათა და კუალად ლაშქართა მიმცნებითა ესრეთ, ვითარმედ:

"ამა უსჯულოთა აგარის ნათესავთა ანდრონიკეს შვილი ალასტნელი გიორგი მოუკლავს, და მრავალი ქრისტეანენი წამებითა აღუსრულებიან და დაუტყუებიან და ტახტი მეფეთა განურყუნია და საპატიონი და ცამდის მაღალნი საყდარნი შეურაცხ უქმნიან, სახლ-სალოცველი ქუაბ ავაზაკთა უქმნია და ჰუნეთა მათთათუის საყოფად განუჩენია.

აწ ბრძოლეთ ძლიერად, და დაღათუ ვინმე ომსა შიგან აღსასრული მიიღოთ, ქრისტესთუის წამებულთა გუერდის მიითუალვით; და დაღათუ ვინმე დაკოდითა ანუ დაშავებითა და რათაცა ტკივილით იტანჯებით, ყოველსავე ქრისტე მისად ნებისმყოფელად და სამსახურად მიითუალავსო"

და შეწევნითა ღმრთისათა და ლოცვითა მათითა იქმნა და ვიშოვეთ არა თუ ამუჭი სოფელი და მისნი შესავალნი ეთხოვნნეს, რომე უფროსნი მამულნი ეთხოვნეს, არ დაწყალობება და მისიცა მოხსენება გუმართებდა.

აწ მოგუიხსენებია და მოგუიცემია თქუენ, დიდისა და ცათა მობაძავისა მცხეთისა დედაქალაქისა საყდრისა მპყრობელისა, ჩუენისა სულისა მეოხისა და მოძღუარისა პატრონისა კათალიკოზისა თეოდორესთუის ამუჭი სოფელი ეკლესიითა, სასახლოთა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, სათევზოთა, რუთა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა მიმდგამითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მიმდგამითა სამართლიანითა, ყოვლადვე უნაკლულოდ...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რკბ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა კა, ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა.

ალექსანდრე ვამტკიცებ.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რკბ (121) - 1434 წ., ალექსანდრე დიდის მეფობის კა (21) ინდიქტიონი, თუმცა თ.ჟორდანია და ი. დოლიძე საბუთს 1435 წლით ათარიღებენ, ხოლო მ. ბროსე და საურმაგ კაკაბაძე 1433 წლით. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს 1434 წელი, რასაც იზიარებს კორპუსიც.

საბუთის პუბლიკაციები

edit