1435-1439 წწ. - შეწირულების წიგნი თაყა ზევდგინიძისა სვეტიცხოვლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: მცხეთის საბუთები № 103 (დაკარგულია).

პირი:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - N 507-035 (დაკარგულია).
  2. 1449-1664 - ს. კაკაბაძის გადაწერილი დედნიდან;

საბუთის შინაარსი

edit

...პირველსავე ნეტარება ...ვე... და ესრეთ მოწყალება ყუენით, რომე ცხოველსმყოფელი კუართი საუფლო წილხვდომით დედაქალაქსა მცხეთას დაემკვიდრა და მირონისა უკვდავებისასა გამომცემელ გუექმნა, რომლისაგან ნათლისღებით განვბრწყინდებით ყოველნი ქრისტიანენი.

მე, ყოვლითავე ცოდვითა შეფრინებულმან და ყოველთა ცოდვილთა უცოდვილესმან ზევდგენისძემან მოლარეთუხუცესმან თაყა, ვიგულე და ვიგულსმოდგინე მცირე ესე შესაწირავი და მოვახსენე დედაქალაქსა საყდარსა მცხეთისასა, სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა და მათსა მპყრობელსა კათალიკოზსა დავითს ქვეში ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა სამართლიანითა ყუალათა, უნაკლულოდ. მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს თქუენ, ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოვლისათუის და თქუენისა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისათუის და მპყრობელისა პატრონისა კათალიკოზისა დავითისათუის ქვეში ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღვრითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა სამართლიანითა, საძებრითა და უძებრითა, ყოვლადვე უნაკლულოდ.

ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთა მეფემან ალექსანდრე ესე მოუდევარი და ყოვლისა დაბადებულისაგან მოუდევარი აბულახტარისეული მამული ქვეში სამკუიდროდ მე მიბოძა. და თქუენ, ღმრთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა და თქუენსა საყდარსა მცხეთისასა და მპყრობელსა პატრონსა კათალიკოზსა დავითს, მოგახსნე ქვეში ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა, მზღვრითა, სახმრით და უხმრითა, მისითა სამართლიანითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მიმდგამითა, ყოვლადვე უნაკლოდ.

ესრეთ მოგუიხსენებია, რომელ ყოველთა წელიწადთა ლაზარეს აღდგინებისა დღესა თქუენ, პატრონი კათალიკოზი დავით შეიმოსებოდეთ და, რანიცა მღრდელნი და მთავარდიაკონნი არიან, ჩემ, ცოდვილისა თაყასათუის, ჟამსა მიწირევდეთ. და ვითარი ჯერ არს, ეგეთი აღაპი გარდაიხდებოდეს, სადამდის ენებოს. და თქუენ, პატრონო კათალიკოზო დავით, ამოდა იყუნეთ. თქუენ ნუ დამაკლებთ და შემდგომად თქუენსა, ვინცა კათალიკოზი იყოს, იგი ნუ დამაკლებს. და ვინცა მომიშალოს და დამაკლოს, ჩემთამცა ბრალთა და ცოდვათათუის იგი გაიკითხვის წინაშე ღმრთისა.

ქ. ფრიად ცოდვილსა თაყას შემომიწირავს და მომიხსენებია მამული.


საბუთის დათარიღება

edit

თ. ჟორდანია საბუთს 1459 წლის ახლო ხანებით ათარიღებს.

სარგის კაკაბაძე საბუთს დავით IV კათალიკოსის (1447-1459) ზეობის წლებით ათარიღებს.

"პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც" 1459 წლის ახლო ხანებია მიღებული და დავით IV კათალიკოსის (1447-1459) დროს აქვს მიკუთვნებული.

"ქართული საბუთების კორპუსი" საბუთს დავით III კათალიკოსის (1434-1439) ზეობის ხანით განსაზღვრავს, რადგან თაყა ზევდგინისძემ ქვეში სვეტიცხოველს 1433 წელს, კათალიკოს თეოდორეს დროს შესწირა (1433 წ. - დაწერილი თაყა ზევდგინიძისა სვეტიცხოვლისადმი) და ლოგიკურია, რომ შეწირულობა განეახლებინა მომდევნო კათალიკოსის დავით III-ის დროს და არა დავით IV-ის დროს, რომელიც 24 წლის შემდეგ ავიდა ტახტზე. .

პუბლიკაცია

edit