1440-1446 წწ. - დაწერილი დოდორქის წინამძღვრისა კათალიკოს შიოსადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

არსებობს მხოლოდ თ. ჟორდანიასეული გამოცემა, რომელსაც ასეთი შესავალი აქვს წამძღვარებული:

"1443 წ. - მცხეთის ნუსხაში № :სმჱ: შეტანილია სიგელი, რომელსაც გადაწერის დროსაც, მე-XVII საუკუნეში, თავი ჰკლებია., დიდს ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები ჩვენ დავურთეთ აზრთა მიმდინარეობით. (შიო - 1439-1446 წ.)."

საბუთის შინაარსი

edit

[ესე წიგნი მოგახსენეთ თქუენ, ქართლისა კათალიკოზისა შიოს, ჩუენ, დოდორქისა წინამძღუარმან და ერთობ] კრებულთა, მას ჟამსა, ოდეს თქუენს წინაშე მოვედით და თოლეჯისა შემოწირვას შემოგეხუეწნენით; დიდი ხანი და ჟამი გამოსულიყო, რომე აღარა ჰქონებოდა და თქუენ გულს-მოდგინედ შემოსწირეთ ქუეყანა თოლეჯი; და ჩუენ, დოდორქისა მოძღუარი, წინამძღუარი (და კრებული) კარგაღებულსა აღაპსა გარდაგიხდიდეთ... და თქუენ, კათალიკოზისა შიოსთვის, ლოცვასა ვჰყოფდეთ...მე, გარესჯის მოძღუარი დავით ამის გამთავებელი ვარ.

საბუთის დათარიღება

edit
თ. ჟორდანიას საბუთი 1443 წლის ქვეშ აქვს გამოქვეყნებული. კორპუსში საბუთი კათალიკოს შიოს ზეობით (1435/1436-1438, 1440-1446/1447) არის დათარიღებული.

საბუთის პუბლიკაციები

edit