1440 წ. II.20. - სიგელი ალექსანდრე მეფისა გამრეკელ ჯავახიშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: Hd-1991; ქაღალდი; დაზიანებული, ტექსტს დიდი ნაწილი აკლია თავიდანაც და მეხუთე სტრიქონის შემდეგაც. 33x14.5.

პირები: Qd-1007, H-2830-84.

საბუთის შინაარსი

edit

...გქონდეს მოუშლელად და შეძუელებით თქუენ, ჩუენსა თანა შეზრდილ-გაზრდილსა და თავდადებით ნამსახურსა ჯავახიშვილსა გამრეკელსა, და თქუენთა შვილთა: ზაქარიას, კახასა, ზაზასა და სოღასა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, თქუენისა განაყოფისეული თქუენი მკუიდრი მამული, ციხითა, მონასტრითა, სასახლოთა, აზნაურისშვილებითა და გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა მზღვრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მიმდგომითა სამართლიანითა ყოვლითურთ.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქრონიკონსა რკჱ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისსა კჱ, ფებერვალსა , ხელითა ფრიად საწყალობელისა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა.

მინაწერი (XVIII ს.): გამრეკელისა და კახას წიგნები რკონისა.


პუბლიკაცია

edit

1440 წ. ფებერვლის 20 - სიგელი გამრეკელი ჯავახიშვილისა, ბოძებული ალექსანდრე მეფის მიერ.
ე. თაყაიშვილის გამოცემაში მოყვანილია დამტკიცება: "მეფე ალექსანდრე ვამტკიცებ".

1440 წ. 20 თებერვალი. სიგელი ალექსანდრე მეფისა გამრეკელ ჯავახიშვილისადმი

შენიშვნები

edit

გამრეკელის შვილი სოღა ჯავახიშვილთა საგვარეულო ნუსხაში შეტანილი არაა.