1441 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი კუნელის შეწირვის თაობაზე




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 028.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 10 (დაკარგულია).
  2. 1449-1520 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით.
  3. H-06/07

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 028
  2. 1451-04-მცხეთის № 028

საბუთის შინაარსი

edit

ორისავე ტახტისა მპყრობელმან, მეფეთა-მეფემან ალექსანდრე, ვიგულვე და ვიგულისმოდგინე მცირე ესე შესაწირავი და შემოგწირე ჩემგან ესრეთ აშენებული კუნელი, რომე კაცი არ ესახლა და თათართა ქუეყანიდაღმან კაცები მოვასხი და ხარი, ფური და პური ჩვენ მივეცით. ესრეთ ყოვლისა ადამის ნათესავისა კაცისაგან მოუდევარი კუნელი მოგუიშენებია და შემოგუიწირავს ასრე და ამა წესით, რომე, რაცა მისი გამოსავალი ბეგარი არის, მას სრულად თქუენისა საყდრისა მპყრობელი კათალიკოზი შიო, და შემდგომად მისსა ვინცა კათალიკოზნი იყუნენ, იგინი მიიღებდენ და წლითი-წლად სამსა აღაპსა გარდაიხდიდენ კარგაღებულსა: ფერისცვალებასა, ამაღლებასა და სულისა წმიდისა მოსვლასა...

ერთი ზუარი აშენდა და მისი ნახევარი თქუენთვის მომიხსენებია და შემომიწირავს და ნახევარი ჩუენისა ეკუდერისა და საფლავთათუის შემომიწირავს...მოლტოლვად თქუენდა და ცათა მობაძვისა საყდარსა მცხეთას შიგან, ვითარ ჩუენნი მომავალნი მეფენი დამკუიდრებულ იყუნეს, ეგრეთვე ვინებე და ცალკე ახალი ეკუტერი აღვაშენე და საუკუნოდ საყოფელად განვიმზადე;

დაიწერა სიგელი ესე ქკნსა რკთ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა კთ, ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა

როგორცა სხუანი მცხეთისა მამულნი თარხანნი და შეუვალნი არიან, აგრევე თარხნად და შეუვალად კუნელი მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს და სამნი გლეხნი: მზეოსძე და ესაბრიშვილი შემოგუიწირავს და მისთუის სამსა კარგაღებულსა აღაპსა გარდაიხდიდით; და გეგელისშვილი შემოგუიწირავს ნიკოლოზა...


საბუთის პერსონალია

edit