1443 წ. - შეწირულების წიგნი ყუარყუარესი სვეტიცხოვლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: მცხეთის საბუთები № 144 (დაკარგულია).

პირი:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 365 (დაკარგულია).
  2. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 85 (დაკარგულია).

საბუთის შინაარსი

edit

ქ... ესე მტკიცე სიგელი... მოგახსენე თქუენ... მცხეთის საყდარსა... და ქართლის კათალიკოზსა პატრიარქსა შიოს, მე, ათაბაგ ამირსპასალარისა ივანეს შვილმან ყუარყუარე. შემოგწირე და მოგახსენე ქორდვას გლეხი სამხარაძე მისითა მამულითა...

დაიწერა ქორონიკონს რლა, დეკემბერსა დამდეგსა, ხელითა ოსნასძისა იოვანესითა.

პუბლიკაცია

edit

1443 წ. უნდა იყოს დაწერილი მცხეთის სიგელი № 144 - ნუსხა №№ ტჲე: (365) და პე (85), ქაღალდზე, მხედრული.

საბუთი ქვეყნდება თ. ჟორდანიას პუბლიკაციის მიხედვით.

შენიშვნები

edit

საბუთს უზის თარიღი ქორონიკონი კლა, რასაც თ. ჟორდანია ასწორებს, როგორც რლა. ეს თარიღი გაზიარებულია "კორპუსშიც".

საგულისხმოა, რომ თ. ჟორდანიას 1363 წ. ქვეშ მოჰყავს რუსული ნუსხიდან (რომლის დედანიც ვერ უპოვია) შემდეგი ცნობა: "ქკნს ნა ათაბეგი ამირსპასალარი ყვარყვარე სწირავს მცხეთას სოფელს კორდოვში მახარაძეს". ცხადია, ეს ცნობა აღნიშნული სიგელის დამახინჯებული თარგმანია, ხოლო თარიღი ნა მიღებულია, როგორც ლ+კ=ნ ანუ 30+20=50.