1445 წ. VIII.26. - სიგელი დიმიტრი მეფისა ზაქარია დარიგებაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები - № 292 (დაკარგულია), იყო ტყავზე შესრულებული, ზომით 37x25.

პირი:

  1. Hd-10402 - გადაწერილი დედნიდან XIX ს. დასაწყისში არქიმანდრიტ ელევთერის მიერ;
  2. 1449-1597 - გადაწერილი ს. კაკაბაძის მიერ დედნიდან;
  3. გატარებულია გუჯრების წიგნში 1451-02/292.

საბუთის ტექსტი

edit

ქ. ჩუენ, მეფეთა მეფისა ალექსანდრეს ძემან მეფემან დიმიტრი, ესე ნასყიდობის სიგელი ამისად ნიშნად გიბოძეთ თქუენ, დარიგებაშვილთა ზაქარიას და დავითს, შენსა შვილსა ბასილს, მას ჟამსა, ოდეს მოხვედით წინაშე ჩუენსა და გუეაჯენით, რათამცა მეფისა ზურის თავსა მიწა თქუენთვის მოგუეყიდა.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოგყიდეთ ქალაქს, მეფისა ზურისა თავს მიწა სავენახე, კლდეს ქუეით, ქვემო სარიჯამდისი წყაროთურთ, ხევს გაღმა და გამოღმა. და ავიღეთ თქუენგან ფასი სრული, რითაც შეგჯერდებოდი...

დაიწერა სიგელი ესე ქკს რლგ, თუესა აგუისტოსა კვ.

პუბლიკაცია

edit

1445 წ. - სიგელი მცხეთისა, ქაღალდზე მხედრულად ნაწერი, № 292. საბუთის მიმღების გვარი: დარიბეგიშვილი.

1445 წ. - სავენახეს ნასყიდობის წიგნი დიმიტრი მეფისა დარიბეგაშვილებისადმი - Hd-10402-ის მიხედვით.

1445 წ. 26 აგვისტო - სიგელი დიმიტრი მეფისა ზაქარია დარიგებაშვილისადმი. გამოცემა ემყარება Hd-10402-ს. გვარი აღდგენილია 1445-1452 წწ. - ნასყიდობის წიგნი დიმიტრი მეფისა მიტროპოლიტ ხრისანთესადმი საბუთის მიხედვით.