მე, მინდობილმან და მოქენემან შეწევნათა და ცუა-ფარვათა შენთამან, თქუენ ძლით მპყრობელმან, კახეთისა მეფემან გიორგი, ძემან დიდისა და მეფეთა შორის სანატრელისა და ღუთივ-გუირგუინოსნისა და ღმრთივ-დიდებულისა, სულკურთხეულისა მეფეთა მეფისა და მონაზონისა ალექსანდრე დავითიან-ბაგრატონიანისამან ხელვჰყავ და გულსმოდგინედ ვიწყე ძიებად, რათამცა მცირედითა რათამე და უნივთოთა ნაღუაწითა მემსახურა ჩუენისა საპატრიარქოსა საყდრისა, დედაქალაქისა მცხეთისა და მას შინა ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოველის-მყოფელისათუის.
შევსწირეთ და მოვახსენეთ ურდოელაშვილი მისითა მამულითა ძაგნაკორნათა, ღაფირისძისეულითა და ბაღდაურითა და შალვაშვილი მისის მამულითა და ქალაქს სასახლითა, გლეხებითა და ქულბაქებითა. და, რისაცა მქონებელი ყოფილა, მით ყუელათი უკლებლად შემოგუიწირავს და მოგუიხსენებია. სოფლები ბიწმენები მისითა მამულითა, სრულიად და უკლებელად...
და თქუენ, წმიდაო მღუდელმთავარო და შესავედრებელო სულისა ჩუენისაო, ყოვლად პატიოსანო და თანა-მერაბამეო წმიდათა მღუდელთმოძღუართა ბასილი და გრიგოლისაო, ქართლისა კათალიკოზო შიო, ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით თქუენ მიერ მსხუერპლის შემწირველობათა შინა...
დაიწერა სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა იგ, ქრონიკონსა რლდ, მარტის ზ, ხელითა მაღალაძის გაგელისშვილისა და მცხეთის ქადაგის დიმიტრისითა.
პუბლიკაცია
edit- 1967 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы Института народов Азии - N 20, 21, 22, 23
- 2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 10
კორპუსში გამოქვეყნებულია საბუთი H-06/01 პირის საფუძველზე.