საბუთის აღწერილობა

edit

დ ე დ ა ნ ი : სეა 1448-63; ეტრატი, ზომა: 46 x 15 სმ. დაზიანება: საბუთის ზედაპირი დაფარულია მინაცისფრო ნადებით, მარჯვენა კიდე უსწორმასწოროდაა ჩამოხეული. ამავე მხარეს, ტექსტის ნაწილში, ჩანს ნესტის მოშავო ლაქები და სიგრძივ ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული სამი ნახვრეტი. კიდეები გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. მელანი შავი; ხელი მკაფიო კალიგრაფიული მხედრული; ტექსტის დასაწყისში ორნამენტული რკალებით შემკული ქანწილი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. verso-ზე უზის ძველი სააღრიცხვო ნომრები: N 1140, N 15. იქვე მოთავსებულია რუსული სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლის თანახმად, 1827 წ. 8 თებერვალს საბუთი, მისი ნამდვილობის დასადასტურებლად წარუდგენია ვინმე სააკ ფანიევს თბილისის საოლქო სასამართლოში, სადაც საბუთი ნამდვილად უცვნიათ და გადაუგზავნიათ სენატში დასამტკიცებლად.