დედანი საბუთისა 1566 წ. - შეწირულების წიგნი სვიმონ მეფისა ურბნისის საეპისკოპოსო საყდრისადმი

საბუთის აღწერილობა

edit
  • დედანი: სეა, 1448-1942, თეთრი ფერის რბილი ეტრატის გრაგნილი, ზომა: 103,5 x 21,2. ორი კეფი: I - 75,3; II - 28,2; კეფები ერთმანეთზე გადაკერებულია თეთრი აბრეშუმის ძაფით. დაზიანება: საბუთს თავი მოხეული აქვს ტექსტის დაუზიანებლად. გადანაკეც ადგილებში ეტრატი დაფარულია ნესტის მოზრდილი ლაქებით, რომელთა შუაში ოთხ ადგილას ტექსტი ამოგლეჯილია. ასეთი ადგილები შევსებულია სარესტავრაციო ქაღალდით. მელანი - მუქი ყავისფერი; ხელი - მკაფიო მდივანმწიგნობრული მხედრული, სტრიქონები თანაბრად არის დაშორებული. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდგომ. თ. ჟორდანიას ცნობით, საბუთი სინოდის კანტორაში ჩამოუტანია მღვდელ ლიაძეს.