1448-2243

დედანი საბუთისა 1428 წ. I.21. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

იგივე სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 005

საბუთის აღწერილობა

edit
  1. 1428 წ. - თფილისის ოლქის სასამართლოში, გამიჯვნის კომისიის განყოფილების, სახელდობრ საქმეში: "Дело о размежаваний дачи Сагареджо", ჩართული გუჯარი, თვით ასლი, № 5 (მისი პირი იხ. მცხეთის ნუსხაში № სკდ" - [1897 - ქრონიკები - II - გვ.230].
  2. სცა, 1448-2243; დედანი, გრაგნილი, 124 x 23,7; შედგება ერთმანეთზე გადაწებებული ოთხი კეფისაგან. დაზიანებულია, მეტადრე კიდეები. განკვეთილობის ნიშნად ნახმარია სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. გრაგნილის ზემო კიდეზე არის სინოდ. კანტორის რეგისტრაციის ნომერი № 5. დედნის პირველი სტრიქონი შესრულებულია ხვეულად. თავში სტრიქონს ზემოთ ასომთავრულად სკდ (224) - რეგისტრაციის ნომერი, რომლითაც ის გატარებული იყო მცხეთის საბუთების პირების წიგნში. [2013 - კორპუსი - II - გვ.149]