საბუთის აღწერილობა

edit

დედანი საბუთისა 1680 წ. - ნასყიდობის წიგნი ქაიხოსრო ბარათაშვილისა პაპუნა გოსტაშაბიშვილისადმი

დ ე დ ა ნ ი: საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1448-2942: ღია ყავისფერი ქაღალდი სამად გაკეცილი; 1 ფურცელი; ზომა: 53,5×23,5; შავი ფერის მელანი; მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ან სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტის ხილვადობა მკაფიოა; რესტავრირებული, საბუთის მე3 სტრიქონზე სიტყვა "ძლიერისა" ამოკითხვისას პირველი ასო "ძ" არ იკითხება.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: თარიღი: საბუთს უზის თარიღი ქორონიკონი ტნიჱ (1680). საბუთს ბოლოში უზის ქაიხოსრო (ქაიხოსროშვილის) ბარათაშვილის ოვალური ფორმის სპარსული ბეჭედი "ქაიხოსრო"; მღვდელ-მონაზონ იესეს დამტკიცება ჯვარი: †. საბუთის ვექტოზე მოთავსებული ქართული მინაწერი, რომელსაც მისი სიმკრთალის გამო ვერ ვკითხულობთ.