1448-03322
დედანი საბუთისა
საბუთის აღწერა
editოცხანის ბეგრის ნუსხა, დაწერილია მხედრულად XVI საუკუნის მეორე ნახევრის ხელით, თეთრ ქაღალდზედ ზომით 40 x 15 3/4 სანტიმ,. დაზიანებულია, ნიშნად იხმარება 3 წერტილი. სათაური: ნუსხა: ოცხანის: ბეგარისა: არის: ესე:.
დედანი. ქაღალდი. 40 x 15,7. კიდეები მოცრეცილი აქვს. მხედრული. განკვეთილობის ნიშანი - სამი წერტილი.
ე. თაყაიშვილს ხელთ ჰქონია ამ საბუთის სხვა დედანი, რომელიც რედაქციულად განსხვავდება. აი მისი აღწერა:
სია, 37 x 15 სმ. დაწერილია ქაღალდზე ნუსხა მხედრულით. თითოეულ სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი წერტილი. თავი აკლია.