1448-05004
დედანი საბუთისა 1187 წ. - სიგელი თამარ მეფისა გელათისადმი
საბუთის ისტორია
editდაზიანებული საბუთი ინახებოდა ქუთაისის გუბერნიის მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების არქივში, გელათის მონასტერის საბუთებში. აქ ის უნახავთ და გადმოუწერიათ დ. ფურცელაძესა და თ. ჟორდანიას, რომელიც საბუთის შესახებ შემდეგ ცნობებს გვაწვდის: "გელათის მონასტრის საბუთებში ჩვენ ვიპოვეთ ხვეული ანუ გრაგნილი ჩინებულს ტყავზე მხედრულად დაწერილი, თამარ მეფისგან ხელმოწერილი. ეს სიგელი ფრიად დაზიანებულია. დროის უქონლობის გამო ჩვენ ვერ მოვასწარით გულდადებით აღმოგვეკითხა და სრულად აღგვედგინა დაზიანებული სიგელი.
1909 წელს საბუთი ქუთაისის არქივში ნახა და გადაიწერა სარგის კაკაბაძემ. მისი აღწერით საბუთი შედგებოდა 7 კეფისაგან და საერთო ზომა იყო 339 x 29 სმ.
1915 წელს საბუთი არქივთან ერთად ევაკუირებულ იქნა ქ. გეორგიევსკში, სადაც 1920 წლის სექტემბერში ამ არქივის უდიდესი ნაწილი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილი ნაწილი 1923 წელს დაბრუნდა საქართველოში. ამ დროს დაიღუპა თამარის სიგელის V და VII კეფები.
ამჟამად შემორჩენილი ნაკლული დედანი ინახება საქართველოს ეროვნული არქივი. ფონდი 1448. საბუთი N 5004.
საბუთის შემორჩენილი ნაწილის აღწერა
editზომა:214,4 x 29,5 სმ; 5 კეფი: I - 35,6x29,2; II - 57,7x29; III - 46,8x29; IV - 25,3x28; VI - 49x28,2.
განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ;
დაზიანება: I კეფში 1, 2 და 5-7 სტრიქონების შუა ნაწილში ტექსტი ამოგლეჯილია, ასევე 2 და 4 სტრიქონის კიდეები; IV კეფის ქვედა ნაწილი და მარცხენა კიდე მოგლეჯილია, დაზიანებულია 49-51, 54-56 სტრიქონების დასაწყისი და მარჯვენა კიდეზე 49-51, 53 და 54 სტრიქონების ბოლო ნაწილი. VI კეფის შემორჩენილ ნაწილზე ტექსტი ძლიერ გადასულია და ძნელად იკითხება. საბუთ რესტავრირებულია და I, IV, და VI კეფები მთლიანად საფენ ქაღალდზეა დაწებებული.
1984 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი I - გვ.76-77