1448 წ. - შეწირულების სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

  • სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - (20) - დაკარგულია
  • 1449-1523 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით
  • H-06/03 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ..
  • E-095/03 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1846 წ.
  • E-073/06 - პირი გადაწერილია ს. ტაბიძის მიერ 1848 წ.

შინაარსი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


აფხაზეთისა და ორისავე ტახტისა, ლიხთ-იმერეთისა და ლიხთ-ამერისა მტკიცედ მპყრობელმან, მეფეთა მეფემან გიორგი, გკადრე და შემოგწირე, თქუენ, კათოლიკე დედაქალაქსა მცხეთას საყდარსა ბაგა სრულად: საჯდომითა, დარბაზითა, კარის ეკლესიითა, გლეხებითა, საგლეხოთა სასამსახუროთა, ჭურ-მარნითა, მისითა შესავლითა, მზღვრითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მიმდგამითა, მზღურითა, ყოვლითურთ უნაკლულოდ და მოგახსენე კისაური ბაგაურითა და ჭართალულითა მამულითა...

შუიდსა აღაპსა ყოველთა წელიწადთა ყოვლადვე უნაკლულოსა ნუ დაგუაკლებთ... და ამისათუის მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს ბაგა სასახლოთა, დარბაზითა, კარის ეკლესიითა, გლეხებითა, საგლეხოთა სასამსახუროთა და მისითა სარუვითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მზღვრითა სამართლიანითა - ერთობ ყუალათა უნაკლულოდ.

სომეხთა უბანი წილკნისა ღმრთისმშობლისა არის მკუიდრი და უცილობელი, მას ვერავინ დაეცილების, და მას აქათი თქუენ, კათოლიკე დედაქალაქისა მცხეთისა საყდარისა და მის შინა აღმართებულისა სუეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოსა და მირონისა ღმერთ-მყოფელისათუის მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს სააღაპედ...

დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ქრონიკონსა რლგ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მესამესა, ხელითა ფრიად საწყალობელისა მესტუმრისა და კარისა ჩუენისა მწიგნობრისა კლიმი კაკლაჩასძისათა. სანა

საბუთის პუბლიკაციები

edit