პირი საბუთისა 1543 წ. 04.20. - ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილების გაყრის წიგნი

საბუთის აღწერილობა

edit

საბუთი გადაწერილია XIX საუკუნეში გერბიან ქაღალდზე. ბოლოში ერთვის რუსული საკანცელარიო ჩანაწერი, რომლის თანახმად, თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოს ეს პირი 1852 წლის 20 ივნისს გადაუცია გერმანოზ ბარათაევისადმი ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე, რათა წარედგინა თბილისის სასამართლოში. საბუთი გაუტარებიათ რეგისტრაციაში ნომრით N 304.