მე, მინდობილმან და მოქენემან შეწევნათა და ცვა-ფარვათა შენთამან, თქუენ ძლით მპყრობელმან მეფობისამან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან, შარვანშაჰ და შაჰანშა, და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა სამანთა, კედართა თუით-ფლობით ხელმწიფედ მპყრობელ-მქონებელმან, მეფეთა მეფემან გიორგი, ძემან დიდისა და მეფეთა შორის წარჩინებულისა, და სანატრელისა ღმრთივ-გუირგუინოსნისა და ღმრთივ-დიდებულისა, სულკურთხეულისა მეფეთა მეფისა მონაზონისა ალექსანდრესმან, ხელვყავ და გულსმოდგინედ ვიწყე ძიებად, რათამცა მცირედითა რაითამე მემსახურა ჩუენისა საპატრიარქოსა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისათუის და მის შინა ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოველისა, კუართისა სამეუფოსა და მიჰრონისა ღმერთ-მყოფელისათუის.
და შევსწირენ და მოვახსენენ ნიაბის ბოლოს გომნი სოფელი, სრულად და უკლებად მათითა მზღვრითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, ტყითა, ველითა, ვენახითა, სათიბითა, საძოვრითა, სასახლითა, საჯდომითა, სანადიროთა და წყლის სანადიროთა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა - ერთობ ყუელთა უკლებლად. ძუელითგანცა მცხეთისანი ყოფილიყუნეს და ჟამთა გამოცვალებისაგან შეჰშლიყო. და აწ, ჩუენ ახლად შემოგწირენით და მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ...
და თქუენ, წმიდაო მღდელთმთავართ უმთავრესო... ქართლისა კათალიკოზო დავით, ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით თქუენ მიერ მსხუერპლ-შემწირველობათა შინა...
ესე ასრე შემოგწირე, რომე თქუენ შეგიკუეთეთ მცხეთას კარაღებული აღაპი ერთი ლაზარობასა და მეორე სეკდენბერსა კგ, ნათლისმცემლისა მუცლადღებასა და მესამე, მაისსა შუიდსა, გამოჩინებასა პატიოსნისა ჯუარისასა. ესე სამი აღაპი ჩემთუის და ჩუენისა ძმისა დიმიტრისთუის შეგიკუეთეთ აგრევე, კარაღებული აღაპი მაისსა რვასა, იოანე ღმრთისმეტყუელისა მიცვალებასა... და იანვარსა შუიდს...
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა გ, ხელითა მაღალაძისა გაგელისშვილისა და მცხეთის ქადაგისა დიმიტრისითა, ქრონიკონსა რლზ, დეკემბერსა კე.