1451-1499 წწ. - ნასყიდობის წიგნი შარბისძეთა ქაფშასძეთათვის





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ესე წიგნი და სიგელი ჩუენ, ყოველითურთ მიზეზმოუღებელი და მტკიცე, ჩუენ, შარბისძეთა ლაშქარამან და დემეტრემან და ჩუენთა შვილთა და შვილის შვილთა და მომავალთა სახლისა ჩუენისათა.

მოგყიდეთ საჭალე ლოსიურისა ნასყიდისა კარს წინა, ვაკე, ბოლოსა დარესა ქუეშეთ. მზღუარნი ჩაგვისხმან, მას ჩამომართებით, ვაკისა პირპირ, თავ-თავ მისსა ყანისა მიდგმამდის, აქეთ - ლოსიურისა მიდგმამდის. მას ჩამართებით ჩემისა განაყოფისა მზღვრამდის; ბოლოსაცა რომელი მზღვარი ზის, ერთი ნაკუეთი მოღმა ნაბოსტნევშიგან, ბოლოსა დარესა ზღუდეთ იქით, - თქუენ, ქაფშასძეთა აბრამს და ზაქარიას და თქუენთა ძმათათა მამქასა, მომავალთა სახლისა თქუენისათა.

და მოგუცემია შუიდათასი თეთრი, ხელ ჩასართავითურთ. ამათგან ნახევარი არაისად-რა გვქონია, ღმრთის მადლმან, ყოველთა ღირებული მიმიცემია. ...მამული სრულობით სომეხსა ჰქონდა ... ჩემისა განაყოფისა მზღურად ზის თავ-თავ ლოსიურისა მზღურამდის, კიდესა თავში ცოტაი ბასილის შვილთაცა მომყიდეს. მას ჩამართებით ლოსიურისა მზღურამდის ჩემი მამული სრულობით სომეხსა წინდულათ ჩაჰქონდა. მისის გულისათუის არი. გავყიდე და სხუა დავიხსენ. ლაშქარასთვისცა სასიკდინე ავიღე და ავიღეთ სრული ფასი, რომლითაცა ჩუენი გული შესჯერდებოდა.

გისუიანოს და გიბედნიეროს ღმერთმან ჟამთა უკუნისამდი, არა მოგეშალოს ჩუენგან, არცა ჩუენისა გუარისა კაცისგან, არცა განაყოფისგან, არცა მეპატრონისა კაცისაგან... ამისნი მოწამენი და შუადამხდომნი არიან შარაბიძე ფარშვანი და ხელიცა მირთავს, ირემაიძე ივოვანე, ფიცხრასძე აღდგომელი, მე, გეგისძესა იაკობს დამიწერია და მოწამეცა ვარ. ხოლო დამამტკიცებელი ღმერთმან აკურთხნეს, ამენ.

საბუთის დათარიღება

edit
ქორონიკონი რპვ (186), ანუ 1498 წელი.

პუბლიკაცია

edit