1451 წ. III.8. - შეწირულების წიგნი ამირეჯიბ რამინ გაბელისძისა სვეტიცხოვლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 054.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 49 (დაკარგულია).
  2. 1449-1481 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით;
  3. H-06/13 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ.

საბუთის შინაარსი

edit

თქუენ, თანა-მოყუას-მერაბამესა წმიდათა მღვდელთმოძღუართასა ქართლისა კათალიკოზსა და პატრიარქსა დავითს, ჩუენ, გაბელისძეთა, ამირეჯიბმან რამინ და თქუენისა საყდრისა ამილახორმან და ძმამან ჩემმა საჰამმა, შემოვსწირეთ და მოგახსენეთ კრცხილოანს ერთი გლეხი ლალასძე მისითა მამულითა უკლებლად, ერთი გლეხი ერგნეთს - ჯოხასძე ორითა ვენახითა, და ერთი ვენახი სხუავე შენი და ველი, მიწად სამისა დღისა.

მას ჟამსა, ოდეს ჩემსა ძმასა საჰამს ქავთარასძისა ასული შეერთო და მეყვისობა რამე გამოჩნდა და საჰამს გაუწყერით და ესე ორი გლეხნი: კრცხილოანს ლალასძე ერთითა ვენახითა და მისითა მამულითა სრულად და უკლებლად, და ერთი გლეხი ერგნეთს ჯოხასძე ორითა ვენახითა, და ერთი ვენახი მიწად სამისა დღისა, საჯურუმოდ და სასჯულოდ თქუენსა საყდარსა და თქუენ, მათსა მპყრობელსა, შემოგწირე და მოგახსენე...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქკნსა რლთ, მარტსა , ხელითა ელიოზისძისა ელიოზითა.

საბუთის პუბლიკაციები

edit