1451 წ. VII.1. - წყალობის წიგნი გიორგი მეფისა ვირშელ წულუკიძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. Qd-9601 - პირი გადაწერილია ე.თაყაიშვილის მიერ ამჟამად დაკარგული დედნიდან.

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 45


ქ. სახელითა ღმრთისათა გიორგი მეფეთა მეფისაგან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანისა; ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა ვიდრე დასავლეთამდის ფლობით მტკიცედ თუით-ხელმწიფედ მფლობელ-მპყრობელთასა.

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენნი დიდად ერდგულნი და თავდადებით ნამსახურნი და ჩუენისა ტახტისა უზედაე ყოფისათუის დიდად ჭირნანახნი წულიკისძე ვირშელ და მისნი შვილნი: ვალადემურ, სალუყაზან, ბევროზ, ბეჟან და საიოშ. გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა მრავალთა ერდგულობა ნამსახურთა მათთასა შეგუეწყალნეს, სიგლითა ამით დაგუემტკიცა და მათთვის მათისავე მკუიდრისა და ნასისხლისა და გუარეულად მათგანვე ნაქონებისა მამულისა წყალობა გუეყო.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოგიბოძეთ თქუენი მკუიდრი და ნასისხლი მამული და ყოვლისა ადამის ტომისა მონათესავისა კაცისაგან მოუდევარ-მოუსარჩლელი სოფელი იწა მისითა მიმდგომითა და გასათუალავითა მზღურითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, საყანითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, სასაძოვროთა, შესავლითა და გამოსავლითა, საძებრითა და უძებრითა, სახმრითა და უხმრითა, მათითა ჭურ-მარნითა, სასახლოთა და მისითა სამართლიანითა, ერთობ სრულად და უკლებად...

პაპანი და მამა თქუენნი ჩუენსა დიდსა სამსახურსა და ერდგულობასა შიგან დახოცილან და ჩუენთა გუართათუის მრავალი უმსახურებია. და თქუენ ობოლნი და წურილნი დარჩომილხართ. მას დროსა და ჟამსა შიგან მეჟმეობით თუ ვისმე ესე თქუენი მკუიდრი და ნასისხლი მამული სოფელი იწა გამოეურვოს და ეშოვნოს მეფეთაგან, მაშინცა დიდი ძალი და უსამართლო გჭირვებია. არა თუ აწ, თქუენსა მკუიდრსა და ნასისხლსა ამა მამულსა სოფელსა იწასა მოგასარჩლოთ, და ძალად და უსამართლოდ ნაქონებისათუის ვისმე სხუასა კაცსა სიგელი აეღოს, ტყუილია, ცუდი და უსამართლობა არის. და ამა ჩუენმან მტკიცემან სიგელმან გატეხოს იგი.

გქონდეს, თქუენ, ჩუენთა დიდად ერდგულთა და თავდადებით ნამსახურთა წულიკისძესა ვირშელს და თქუენთა შვილთა: ვალადემურს, სალუყაზანს, ბევროზს, ბეჟანს და საიოშს და თქუენთა მომავალთა ყოველთავე, სოფელი იწა, თქუენი მკუიდრი და ნასისხლი...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა , ქორონიკონსა რლთ, ივლისსა , ხელითა წირქუალელისძისა რატისათა.

საბუთის პუბლიკაციები

edit