1452 წ. VI.12. - წყალობის სიგელი გიორგი მეფისა მაჭავარიან-სიქდურიშვილ გოგიასადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. Ad-1564 - გადაწერილი ძველი პირიდან XIX საუკუნეში.

საბუთის შინაარსი

edit

ქ. ნებითა ღმრთისათა, ჩუენ, ორისავე ტახტისა და სამეფოისა, ლიხთ-იმერეთისა და ლიხთ-ამერისა თუითფლობით ხელმწიფედ მტკიცედ მპყრობელმან, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ მეფემან გიორგი, ესე შეწყალებისა სიგელი დაგიწერეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა დიდად ერდგულთა და ნამსახურთა, მაჭავარიანსა სიქდურიშვილს გოგიას და გოგნიასა და მომავალთა თქუენთა ყოველთავე, მას ჟამსა, ოდეს იაჯენით თქუენსა მკუიდრსა და ნასისსხლსა მამულსა ზედან, რომემცა ახლად ჩუენცა დაგუემტკიცა.

ვქენით მოკითხული და ჩუენ გუართა მეფეთაგან მკუიდრად და ნასისხლად გბოძებოდა. და აწ, ჩუენცა შეგიწყალეთ და დაგიმტკიცეთ თქუენი მკუიდრი და ნასისხლი სოფელი ზოვრეთი და წევა და ილემი, მისითა სამართლიანითა ეკლესიითა, გლეხებითა, სასახლითა, ჭალითა, ვენახითა, სახნავითა მიწებითა, წყლითა და წისქუილითა და სათიბითა, ტყითა და სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მზღვრითა, შესავლითა და გამოსავლითა და მისითა მიმდგომითა სამართლიანითა, ყოვლითურთ მტკიცედ და უნაკლულოდ...

სიგელი ესე ნიშნად გუიბოძებია ქრისტეს აქათ რმ, ივნისს იბ, ხელითა მოემძისათა.

საბუთის პუბლიკაციები

edit