---კიდევა გიორგი დააჯერა ამა ყუელასა სიკუდილსა ამირეჯიბი. რუამ გულსურაბის მეყვისი არის და გულსურაბ ესე წიგნი მიუწერა რუამს, ვითა: "ამირეჯიბის მაგიერად ესე წიგნი დაწერე შენ, ვითა: "გამრეკელ,... ძუღან შენ ასრე დამპირდი, ვითა გორის ციხესა მოგცემო. აწ, ჟამი და დრო ესეა, რაჟამც კაცნი გამოვგზავნნე, ციხე ფიცხლა უმიზეზოდ მათ დააბარე და, რასაც მე შენ დაგპირვებივარ, ბაგრატ მეფესა შენთვის გავათაებინებ. შენ ამირეჯიბის შინაყმა ხარ და შენსა ხელსა მეფე და ყუელა ვინმე იცნობს. დაწერე და ესე წიგნი მე გამომიგზავნე, რომე გამრეკელი და მისნი შვილნი ამა წიგნითა მეფესა შევაბეზღნე და დავხოცნეო".
ამისი მოწამე პატრონი ამირეჯიბი და მისი ყმა შალიკა და თურმანისძე საგია არიან. თუმც რუამს გულსურაბისთვის დაეჯერა, არ უთუოდ მისისა ხელისაგან დახოცილნი და მოწყუედილნი ვიყვენით? მაგრა ღმერთმან შეზღოს რუამს, რომე ჩუენსა სიკუდილსა არად დამოწმდა. რუამს საგიასა პირითა ასრე შემოეთუალა ჩემთვის, ვითა: გულსურაბ ასრე თქუენსა სამესისხლეოსა საქმესა მპატიჟობდა და მე ვერა შევმართეო. როგორაც იგი ჩემი მოსამართლე არის, აგრე თქუენ ხართ ჩემნი მოსამართლენიო, უბრალოდ ოთხნი ჯავახიშვილნი როგორა დავხოცნეო."
ასრე უბრალოდ დაგუხოცნა და მოინდომა ჩუენი სიკუდილი და გაღარიბება. რომელსა ცოლსა ქმრისთვის ესე უყოფია, რაც გულსურაბ მე მიყო და დაგუხოცნა მეც და ჩემი შვილნიცა?
აწ, პატიოსანნო, ღმრთისაგან პატივცემულნო, ჭკუიანო და ბრძენნო, როგორაც ამა ყუელასა მოუწყენლად ჩერმსა და ჩემთა შვილთა სიკუდილსა გაიგონებთ და გაააჩენთ, თქუენ იცით და თქუენმან ღმრთის მოყუარეობამან.
რაც გულსურაბისაგან მე საქმე მჭირს, სხუასა ქმარსა ცოლისათვის ესე არა დაუთმია. ჩემგან მოსაკლავი იყო, მაგრამ პატრონისა თაყას, ფავნელისა და ზაზას გულისათუის დაუთმე და ცოლადაც მინდოდა. და მან არაოდეს მინდომა არც მე და არც ჩემნი შვილნი. და ამასც როგორაც განბრჭობთ, პატრონნი ხართ.