ესე წიგნი გკადრეთ თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზსა, მეუფესა პატრონსა დავითს, დაგიდევით აღთქმა --- ჩუენ, საფარისა და ვარძიისა ძმათა, მას ჟამსა, ოდეს მცბიერი ბერძენი მოვიდა, ცრუ წინასწარმეტყუელი, და მცირითა რათმე სიტყვითა მიგვიზიდნა. აწ, თქუენ გაგუიწყერით და კიდეც უმართლე იყვენით, ამად, რომე დღეთა მისთა--- ვითარცა წესითა ვყოფილვართ, მითვე წესითავიყვნეთ: არც მიტროპოლიტი ბერძნისა შემოვუშვათ, არც მისი წიგნი ვნახოთ, არცა მისი მცნება გავიგონოთ და არასთანა მისი არა ვირწმუნოთ; არცა უმცხეთოდ ჩუენი მღრდელი და დიაკონი იკურთხეოდეს; არცა რამ ჯავახეთს და წალისყურს ვისაქმოთ სამწყსობისა პირზედა და ვიყუნეთ თქუენისა ბრძანებისა მორჩილნი. ასრე, რაგუარა ესე---.
1453 წ. ახლო - პირობის წიგნი საფარისა და ვარძიის მონასტრებისა დავით კათალიკოსისადმი
ქართული სიგელ-გუჯრები
საბუთის აღწერილობა
editდედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № ?.