1453 წ. XI.12. - წყალობის სიგელი გიორგი მეფისა ზედგინ ზევდგინისძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. 1449-1242;
  2. Ad-1531 .

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: 1926 - საქართველოს სიძველენი - ტომი III (დამატება) - N 6

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 47


ქ. ჩუენ, ღმრთივ გუირგუინოსანმან მეფეთა მეფემან გიორგი, სოლომონიან-ბაგრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შაჰანშაჰ და შარვანშაჰ, და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა ვიდრე დასავლეთამდის და თუით-ხელმწიფედ მტკიცედ მფლობელ-მპყრობელთასა.

მოვიდნენ ჩუენნი დიდად ერთგულნი და თავდადებით ნამსახურნი, ჩუენისა მორჭუმისა და ამოდ ყოფისათუის დღე და ღამე მომჭირნენი, ჩუენი თავადი ყმა ზევდგინ, ეზოს ჩუხჩარეხი და გორის მოურავი ზევდგინ, იმარინდო და ავთანდილ, გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა ერთგულობისა მათისა სანაცვლოდ სიგლითა ამით შეგუეწყალნეს და მათთვის წყალობა გუეყო.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი: ქარუმისძენი პატრონისა მეფის ალექსანდრესგანცა თქუენთვის მკუიდრად საყმოდ ნაბოძები იყო. ნაბოძავმან კაცმან თქუენი თავი შემოგვაბეზღა და ცოტასა ოდენ ხანსა გამოგართუით. კიდე მოკითხული ვქენით და ყოველსა საქმესა ზედა მართალნი და უბრალონი იყავით და ჩუენა არაფერსა სამდურავს არას გემართლებოდით. და ქარუმიძე მკუიდრითა მამულითა თქუენვე გიბოძეთ მათითა მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, მზღურითა, სამართლიანითა ყუელათა - ერთობ სრულად და უკლებლად.

არავინ იყოს მოსარჩელე თქუენი - არცა მეუნებელე მავნებელ-დამაკლებელი, თუინიერ თანადგომისაგან კიდე. ბრძანება ნიშნად გუიბოძებია.

დაიწერა მტკიცე სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა, ქრონიკოს რმა, ნოემბრის იბ; ხელითა წირქუალელისძისა მუშრიბისა რატისითა.

გადამწერის შენიშვნა:

ხელმოწერილ არის, რომელიც რომ არ წაიკითხება. ასლთან თანასწორე არის შემოწმებული, სოვეტნიკი ორბელიანი.

საბუთის პუბლიკაციები

edit