1457 წ. - შეწირულობის სიგელი გიორგი მეფისა სამთავისისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია; სინოდის კანტორის სამთავისის საბუთები № 004.
პირები:

  1. 1449-1483 - გადაწერილი დედნიდან ს. კაკაბაძის მიერ.

საბუთის შინაარსი

edit

ყოვლად წმიდაო და ყოვლად საშინელო ხატო სამთავისისაო. მეოხებითა და შუამდგომლობითა თქუენითა, მავედრებემან და მსასოებელმან თქუენმან და მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, პატრონმან და ღმრთივ გუირგუინოსანმან და ღმრთივ-დამყარებულმან მეფეთ-მეფემან გიორგი და ძემან ჩუენმან ალექსანდრე, გკადრეთ და მოგახსენეთ და შემოგწირეთ მცირე ესე ოდენი შესაწირავი მამული არწევანი სამეხრეოსა და გუელფარეხას შუა მისითა მინდვრითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, მთითა, ბარითა, ტყითა, სანადიროთა, ეკლესიითა და ყოვლითა მისითა სამართლიანითა საქმითა კიდე...

პირველად მამისა ჩუენისაგანცა შემოწირული იყო, და აწ, ჩუენცა ახლად წიგნითა ამით დაგიმტკიცეთ და შემოგწირეთ მამული არწევანი მისითა მიმდგომითა და სამართლიანითა საქმითა, უცილებლად და უკლებლად...

დაიწერა მტკიცე ესე სიგელი ქრონიკონსა რმე, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა ია, ხელითა ბარაქსაძისა გიორგისათა.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რმე (145) - 1457 წ., გიორგი მეფის მეფობის ია (11) ინდიქტიონი.

საბუთის პუბლიკაციები

edit