1458 წ. VIII.27. - წყალობის სიგელი გიორგი მეფისა შალვა გამყრელიძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. Hd-10149 ბ - გადაწერილი XIX საუკუნეში ბერ ალექსი ბაქრაძის მიერ დედნიდან.

საბუთის შინაარსი

edit

ქ. ჩუენ, ღვთივ-გუირგუინოსნის მეფეთ მეფის გიორგისგან, იესიან-დავითიან-სოლომონიანობით აღმკულმან... დიდებულმან, ნებითა და შეწევნითა ღვთისათა და წინამძღურობითა პატიოსნისა ჯვარისა ძელისა ცხოვრებისათა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შაჰან-შაჰე და შარვან-შაჰე და ყოვლისა ჩრდილოეთისა, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თვით-ხელმწიფედ ფლობით მპყრობელთასა.

მოვიდეს წინაშე ჩვენსა ჩვენნი დიდად ერდგულნი და თავდადებით ნამსახურნი და ჩვენისა მორჭუმისა და ამოდ ყოფისათუის დიდად მომჭირნენი, გამყრელისძე შალვა და შვილი მათი ინდუა და მამისა, გვიაჯნეს და მოგვახსენეს ჩუენ და თანამეცხედრესა ჩუენსა, პატრონსა დედოფალთ დედოფალსა ნესტანდარეჯანს და ძესა ჩუენსა ალექსანდრეს, რათამცა მრავალთა ერთგულობა-ნამსახურთა მათთასა სიგლითა ამით შეგვეწყალნეს და ამათთვის სისხლი გაგვეჩინა.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ ჰაჯა და მოხსენება მათი და გავუჩინეთ სისხლად ორასოცი ათასი ძველი ცხუმური მისითა საგერშოთა და სანახშიროთა.

მოკითხული ვქენით და ძველადცა თქვენისა სახლისა ასრე გაჩენილი ყოფილიყო და ძველი სიგელი კიდე დაგწვოდა და აწ ჩვენცა შეგიწყალეთ და სისხლის სიგელი გაგიჩინეთ და გაგიახლეთ. და თქვენდა სისხლად გავაჩინეთ ორასოცი ათასი ძველი ცხუმური თეთრი მისითა საგერშოთა და სანახშიროთა.

ვინცა თქვენგანი და თქვენის სახლისა გვარისა უბრალოდ მოკლას და გიღალატოს, ესე ჩვენგან თქვენთვის სისხლად გაჩენილი ორასოცი ათასი ძველი ცხუმური თეთრი გაგიჩინეთ.

ვინცა-ვინ დარბასს უსამართლოდ შეგასმინოს, ანუ დაკოდითა დაგახიჩოს, ანუ საჩენსა და უჩენსა ალაგსა დაგკოდოს, ანუ ცოლი ვინმე წაგგუაროს, ანუ საფლავი გაგიტეხოს, ანუ სასახლესა ზედა ვინმე დაგესხას, ანუ ცეცხლი შემოგაყაროს, ანუ მუქარა გთხოოს, ანუ ცოლობით გაგინონ, ანუ ჯოგი წაგისხას, ანუ მეკობრობით ვინმე რამე მოგპაროს და, რაცა კაცისაგან კაცსა სავნებელი და საუპატიო საქმე წაეკიდების, იგი წაგეკიდოს, ამა ორასოცი ათასისა ჩვენგან თქვენთვის გაჩენილისა სისხლისაგან მის ჟამისა ბრჭეთა, როგორიცა სამართლად მართებდეს, აგრე გაგიჩინონ. და არას ჟამშიგან ესე არაოდეს დაგაკლდებოდეს.

ბრძანება ესე ნიშნად გვიბოძებია.

დაიწერა მტკიცე სიგელი ესე ქორონიკონსა რმვ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა იბ, აგვისტოს კზ; ხელითა წირქვალელისძისა რატისათა.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რმვ (146) - 1458 წ.  აგვისტოს კზ (27) და გიორგი მეფის მეფობის იბ (12) ინდიკტიონი.

საბუთის პუბლიკაციები

edit