1459 წ. XI.28. - შეწირულობის წიგნი ფავნელ უჯარმელისა სვეტიცხოვლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია; სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 484.
პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № ლდ (34) (დაკარგულია).
  2. 1449-1484 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ.
  3. H-06/58 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ..

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 484inodoros cartoon cat

საბუთის შინაარსი

edit

ესე წიგნი და სიგელი სამკუიდრო, სამამულო, მტკიცე და შეუცვალებელი, რასა გინდა ჟამთა შლილობა-ქცევა-გამოცვალებასა შიგანცა დაგიწერეთ და მოგახსენეთ თქუენ, ვირშისა წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელს და გაბრიელს, და ქართლისა პატრიაქსა დავითს, და თქუენთა მკუიდრთა მეგანძურთა, სახლისა თქუენისა უხუცესთა, ჯინჯიხისძეთა: ბადას შვილთა გრიგოლს და შენთა შვილთა, ბადას და ბევროზს, და შენთა ძმიწულთა შალვასა და ივანეს, და თქუენთა მომავალთა ყოველთავე.

მე, უჯარმელმან ფავნელმან და ჩემმა შვილმან შალვა, მას ჟამსა, ოდეს დაგიცვალეთ ოჯიკასძესა ოქროთა ნასყიდსა და მიქაურსა მამულსა ზედა და მოგახსენეთ ქუბუშური მამული ჩარუხელასშვილითა, გერასიმისძისეული მამული და ტალაკაური, ამილბარასშვილი მამაგულა, სადენურნი ნასახლევნი მისითა ჭურითა, და ნავენახევი მურყნეველთა ზემოთ, ხუითსა ქუემოთ, ფოლოცასა აქათ, გვრგვლივ თექუსმეტისა დღისა მიწა; ბროწლეს ქუბეშური მამული ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა, ბარითა, საძებრითა და უძებრითა, საყდრისა წილითა, სასაფლაოთა, ყოვლითურთ უნაკლულოდ. აგრევე - გერასიმისძისეული მამული მისითა მიმდგომითა ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა, ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურთ უნაკლულოდ. აგრევე - სადუნურნი ნასახლევნი მისითა მზღურითა და ნავენახევი; აგრევე ბროწლეს თექუსმეტის დღისა მიწა მოგვიხსენებია, ჩუენ, უჯარმელსა ფავნელსა და ჩემმა შვილსა შალვას, თქუენ ვირშის თავს წმიდათა მთავარანგელოზთათუის...

დაიწერა ქრონიკონსა რმზ, სეკდებერსა კჱ, ხელითა ღუინიანისძისა კუირილეს შვილისა დიმიტრისათა


საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რმზ (147) - 1459 წ.  სეკდებერს კჱ (28).

საბუთის პუბლიკაციები

edit