1460 წ. I.30. - წყალობის სიგელი გიორგი მეფისა ვირშელისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია; სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 124.
პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № სჟზ (297) (დაკარგულია).
  2. 1449-1171 - პირი XIX საუკუნეში.
  3. 1449-1526 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ.
  4. H-06/20 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ..

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 124

საბუთის ტექსტი

edit

ქ. ჩუენ, ღვთივ-გუირგუინოსნისა მეფეთა მეფისა გიორგისაგან და თანამეცხედრისა ჩუენისა, პატრონისა დედოფალთა დედოფლისა ნესტანდარეჯანისაგან, და ძისა ჩუენისა ალექსანდრესგან, იესიან-დავითიან-სოლომიანობით აღმკულმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შაჰანშა და შარვანშაჰ, სრულისა ჩრდილოეთისა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თუით-ხელმწიფედ მტკიცედ მფლობელ-მპყრობელთასა.

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენნი დიდად ერდგულნი და ჩუენსა თანა აღზრდილ-შეზრდილნი ზუიადისშვილნი: მესტუმრე ვირშელ, ბეენა, გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა ერდგულობა-ნამსახურთა თქუენთასა სიგლითა ამით შეგვუეწყალენით.

და ძაგნაკორნათა ურდოელასშვილისა სუმბატისაგან ღაფირისძეული მამული და გლეხები ორჯელ მისგან ნასყიდი იყო. და მერმე მაზედა და თქუენ ნაშვილებნი იყვენით. და აგრევე ქალაქს, რაიცა-რა ჰქონდა, სუმბატამან მაზედაცა გიშუილა და ესე ჩუენცა დაგუემტკიცა და თქუენთუის და თქუენთა შვილთათუის არა მოგუეშალა.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოგიბოძეთ და დაგიმკუიდრეთ ძაგნაკორნათა, რაცა და რასთანაცა ურდოელისშვილსა სუმბატსა ჰქონდა და მისგან ნაშვილეობისა ნიშანიცა გქონდა: ღაფირისძეული სასახლე; მინასშვილისაგან მოსყიდული ვენახი; ერთი სხუავე ვენახი ბათანასეული; ერთი სხუავე ვენახი შვილიასაგან მოსყიდული; ერთი სხუავე ვენახი კოკორაული; მოსყიდული გლეხი მუნდასძე მისითა მამულითა; ლაფანასშვილი მისითა მამულითა; შიბასძე მისითა მამულითა; ბაყუირული მამული, მათიასშვილი მისითა მამულითა; კორცოფასძე მისითა მამულითა; თევდორასშვილი მისითა მამულითა; ჯაგრანისშვილი მისითა მამულითა და, რაცა ღაფირისძესა სახასოდ სახნავი მიწები ჰქონდა, იგი უკლებლად; და კომრავლა სახნავითა, წისქუილითა და საწისქუილოთა; ქალაქს - ურდოელასაგან ნასყიდი სასახლე ჭურ-მარნითა და ქულბაქითა; და ვენახი მისგანვე ნასყიდუ; გლეხი ინდუშასშვილი მისითა მამულითა; გამნია, გორგია და გოსალა.

და ანუ სხუა, რაცა ურდოელასა ქალაქს რაცა ჰქონებია, ყუელა უკლებლად თქუენთუის გუიბოძებია მათითა მამულითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, საყანითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურთ უკლებლად გუიბოძებია.

ურდოელასშვილისა ნაშვილებიცა იყვენით და ნაშვილეობისა ნიშანიცა გქონდა და ჩუენცა გიბოძეთ და დაგიმკუიდრეთ. ცოტაოდენსა რასმე ხანსა წითელასშვილსა ივანეს ჰქონდა და ჩუენ სიგელი და ნიშანი ვუბოძეთ. აწ იგი სიგელი გაგუიცუდებია და ამა მტკიცითა სიგლითა გაგუიტეხია და მტკიცე ესე ოდენ არის. ამად, რომე სამართლითა თქუენ გმართებდა, ურდოელისშვილისაგან ნაშვილებობისა სიგელი და ნიშანი თქუენ გქონდა.

აწ, ვერ წითელასშვილის და ვერა სხუა დაბადებული კაცი, ვერავინ მოგერჩოდეს. და ვინცა-ვინ მოგერჩოდეს, პირისა და პასუხისა გამცემი ჩუენ ვიყუნეთ. ბრძანება ნიშნად გუიბოძებია.

დაიწერა სიგელი ესე ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა იგ, ქორონიკონსა რმჱ, იანვარსა , ხელითა წირქუალელისა რატისითა.

ესე თქუენთუის ასრე გუიბოძებია, რომე ესე მამული მცხეთისათუის არის შეწირული. თუითო კათალიკოზსა იახლებოდით და მვხეთისა სამსახურსა ნუ მოშლით. და ჩუენთუის როგორაცა აღაპი არის გაჩენილი, იგი ისრე აღაპი გაგუითავდებოდეს და აროდეს მოგუეშლებოდეს.

[დამტკიცებები]:

  • მეფეთ მეფე გიორგი დავამტკიცებ ნებითა ღმრთისათა.
  • დაგუიმტკიცებია ნებითა ღმრთისათა.
  • თქუენგან მოგუხსენდა ამისად ქრთამად ქამხა სამი, იაზდური ხარა ერთი, ოქროს სალტე სამი, ოცდათორმეტი მიტკალი, ფეროზიანი ოქროს ბეჭედი ერთი, ვენეტიკური ფლური ოცდაათი, ვერცხლის თასი ერთი. ამას გარეთ, კათალიკოზსა მიხუდა თანგა ხუთასი და კიდევე მოგუხუდა სომი ერთი, სკლატი ერთი, თასი ერთი, უნაგირი ერთი, ფლური ოთხი.
  • დედოფალთ დედოფალსა ნესტანდარეჯანს დამიმტკიცებია.


საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რმჱ (148) - 1460 წ.  იანვრის ლ (30) და გიორგი მეფის მეფობის იგ (13) ინდიკტიონი.

საბუთის პუბლიკაციები

edit