1461 წ. ახლო - წყალობის წიგნი დავით ქაჩიბაძისა ქობულ აშოთაძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

Ad-1070.

საბუთის შინაარსი

edit

ესე წიგნი, მტკიცე და უქცეველი ყოვლისა ადამიანისა კაცისაგან, გიბოძეთ და შეგიწყალეთ ჩუენ, პატრონმან სალაროსა მოლარემან დავით, ძმამან ჩუენმან პატრონმან გერმანოზ, მეუღლეთა ჩუენთა პატრონმან შუენიერმან და ნათელ, შვილთა ჩუენთა პატრონმან ლაპამან, ბარათამან, სურამელმან და ქავთარ, თქუენ, ჩუენთა მკუიდრთა ყმათა აშოთაძეთა ქობულს, ბეჟანს და შვილთა თქუენთა ბაგრატასა.

მოგეცით და მოგახსენეთ ქუეყანა დრანეთი, გერავისი, რასაცა გარდმოიტანს ქუაბთაკარი წობისაკენ, რასაცა ჩამოიტანს--- ხევამდი. აქათი, რასაცა ბურვილთა ხევი ჩამოიტანს ტორნისა შესართავმდის, მისითა მთითა, ბარითა, წყლითა და საწისქუილოთა და სავენახითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითა მისითა მზღურითა, აგრევე ანდრიათა - ეჯიბაური მამული, ორივე ვენახი მისითა სახლ-კარითა, საბძელ-კალოთა, წყლითა და სახნავითა, სარწყავითა და ურწყავითა, სასარითა, საგოდრითა და საღობავითა, მისითა სამართლიანითა მზღურითა.

გქონდეს მკუიდრად და სამამულოდ. არას ჟამისა გამოცვალებისათუის, არცა მეჟმეობისათუის არავინ შეგიშალოს, არცა-ვინ დაგეცილოს. გქონდეს ამა პირსა ზედა, რომე არა გეთხოებოდეს არაფერი სათხოარი და გამოსაღები არა ჩუენგან და არა მომავალთა ჩუენთაგან.

ჩუენ, პატრონმან სალაროსა მოლარემან ქაჩიბაძემან პატრონმან დავით, ძმამან ჩუენმან პატრონმან გერმანოზ, მეუღლეთა ჩუენთა პატრონმან შუენიერმან და ნათელ, შვილთა ჩუენთა პატრონმან ლაპამან, ბარათამან, სურამელმან და ქავთარ, გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა მკუიდრთა ყმათა აშოთაძეთა, ქუეყანა დრანეთი, გერავისი მისითა მთითა, ბარითა, შესავლითა და გამოსავლითა, სავენახითა, მისითა ყოვლითა სამართლიანითა მზღურითა...

გქონდეს თქუენ, აშოთაძეთა ქუაბულს, ბეჟანს და ბაგრატს, შვილთა და მამავალთა თქუენთა ყოველთავე. გქონდეს მკუიდრად და მოუდევრად და ყოვლისა ადამიანიგ კაცისა მოუსარჩლელად. არას ჟამისა გამოცვალებისათუის, არცა მეჟმეობისათუის არავინ შეგიცვალოს და არცა-ვინ დაგეცილოს...

არიან ამისა მოწამენი ჩუენი აზნაურიშვილები: უნდილაძე შიხასან, ულუმბეგიშვილი ყალანდარი, ჩაჩიკაშვილი ბუმბა, სამშუილდისა მოურავი ნუგზარა, თადაულიშვილი გრიგოლ, ანდრიელი გამგებელი საგინა, იაგულაშვილი ჟამიერა, გოგასაშვილი იანვარა, თურქიაშვილი ივანა.

მე, ფრიად ცოდვილსა მოძღუარსა დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთი უთარიღოა. კორპუში საბუთი თარიღდება 1461 წლის შემდგომ ახლო ხანებით, თუმცა ამ დათარიღების საფუძველია "ბარათა ქაჩიბაძის ბუჟღულაშვილებისადმი წყალობის სიგელი", რომლის დათარიღებაც, თავისი მხრივ, საკმაოდ საკამათო საკითხია.

პუბლიკაცია

edit